ხოოო, თვითონ წამალი არის მწარე. გამამწარა, მაგრამ რა ვუყო )
qetusiaa_qetuuუი,რას ამბობ. რატომ დაგჭირდა?
მე 10 დამინიშნეს და ეგ უნდა იყოს წესით სულ, 1-ში მივალ და გადავამოწმებ ეხოზე პლაცენტის მდგომარეობას და კოაგულოგრამას.
პ.ს მოკლედ, არანაირი სურვილი არ მქონდა გუშინდელ და დღევანდელ აქარ პოსტებს რაიმე კონტექსტში გამოვხმაურებოდი.
უბრალოდ, რადგან ანუკიმაც დამიწერა აქ სკაიპში დაგანახებ ბავშვსო, ბევრს გაუჩნდა დამოკიდებულება,რომ ვიცნობ ამ გოგოს და მკითხეს სხვა და სხვა გზებით რაღაცები, ამიტომ ვაკეთებ კომენტარს.
-ანუკის პირადად ნამდვილად არ ვიცნობ. ამ თემის და პმ-ების გარდა არანაირი წვდომა არ გვაქვს ერთმანეთთან. ამ თემაში კი ერთ-ერთი პოზიტიური ადამიანია, რეალური რჩევებითაც გამოირჩეოდა და საკმაო ყურადღებითაც. ამიტომ მხოლოდ დადებითი დამოკიდებულება მაქვს მის მიმართ. მიუხედავად ამისა, პირადად ნამდვილად არ ვიცნობ, როგორც ჩანს თავადს გაუჩნდა ჩემთან კონტაქტის სურვილი და შემომთავაზა გასაუბრება და ბავშვის ნახვაც, რაც მე არ მიხერხდება, იმიტომ რომ არ ვიყენებ სკაიპს. რატო და როგორ არ ვთვლი ამის ახსნას საჭიროდ.
-მეორე ისაა, არ ვკიცხავ არც იმათ ვინც კითხვის ნიშნები დასვეს. უბრალოდ, როცა მსგავს ნეგატიურ აურას ქმნი ადამიანის გარშემო, უნდა იყო შენს სიტყვებში 100% დარწმუნებული ) მე ასე მიმაჩნია. კითხვის ნიშნებით არ უნდა ითქვას ადამიანზე ცუდი რამე.
-მესამე ის ომმენტია,რომ ანუკი ტყუილს წერს/წერდა თუ მართალს, ამით არც რამე დაგვაკლდება ჩვენ აქ, გოგოებს და არც არაფერი მოგვემატება. დღეს არავის უკვირს არავის პრივილეგირებული მდგომარეობები/შესაძლებლობები და არც პირიქით. ამიტომ, სუფთა ადამიანური დამოკიდებულებით, მე პირადად არ ვეძიებოდი ამ თემას. ყველანაირი წვდომა რომ მქონოდა ამ ადამიანის რაღაც-რაღაცებზე 1 წამითაც არ გამიჩნდებოდა სურვილი რამე გადამემოწმებინა. რატომ თორე კი? )
მოკლედ, არ მიიღოთ ეს პოსტი, არც ვინც\მეს გაკიცხვად და არც ვინმეს გვერდში დგომად. ჩვეულებრივი აქაური ორსული ვარ და თქვენთან ერთად ვიგებ და მივყვები მთელ პროცესებს, ბევრ რამეშI მეხმარება აქაურობა და მეც ვცდილობ ჩემი გამოცდილებები გაგიზიაროთ. ესაა მიზანი ჩემი აქ ყოფნის და გამოძიებობანას თამაშის სურვილი იურიდიულის კათედრაზე ჩავიკალი და რეალური ქეისები ვამჯობინე
პ.ს რელაქს ^_^