happy-go-luckyმოკლედ, ერთი ბავშვი 6 წლის წინ გავაჩინე ფიზიოლოგიურად, და ეხლა ტყუპებიც ფიზიოლოგიურად დავარაშვილთან, ამიტომ რაღაცა დამეჯერება და მოგწერ ჩემს მოკრძალებულ აზრს

პირველად ვიყავი უფრო მობილიზებული, 4 საათში გავაჩინე ჩაჩავაში დარახველიძესთან, გაუტკივარებაც არ გამიკეთებია, ყელი სწრაფად იხსნებოდა. მშობიარობამაც ჩაიარა უპრობლემოდ, და მეორე დილასვე ვფიქრობდი, რომ მთავარია 9 თვე ბოლომდე ჯანმრთელად მიიყვანო ბავშვი და მშობიარობა რა პრობლემაა.
ეხლა ტყუპებზე მთელი ორსულობა ვგეგმავდი საკეისროს, თან დავარაშვილთან

თურმე მაგის საკეისროზე დათანხმება ფანტასტიკის სფერო ყოფილა

თანაც ეს ბავშვებიც ჩემს ჯიბრზე ორივე თავით იყვნენ ქვემოთ. მეორეს მხრივ, სხვა მეანი არ მინდოდა, რაკი ტყუპები იყო, თითქოს მაგ კაცს უფრო ვენდობოდი.
მშობიარობამდე 2 კვირით ადრე დავაზუსტე, რომ არ მიკეთებდა საკეისროს. და ეს დრო ძალიან მცირე აღმოჩნდა, რომ ფსიქოლოგიურად გადავწყობილიყავი ფიზიოლოგიურზე, ძალიან მეშინოდა, და ძალიან ვნერვიულობდი. საბოლოოდ, ობიექტურად რომ ვთქვათ, ამ მშობიარობამ უფრო იოლად ჩაიარა, 4 თითზე ისე გავიხსენი ტკივილი არ მქონია, და ტკივილები სულ 2 საათი მქონდა, გაუტკივარება აქაც ვერ მოვასწარი. მე რომ მომინდა, უკვე გვიან იყო

თან ბავშვები 2.400-2.500 იყვნენ, და იოლად გავაჩინე (პირველი 3.800 იყო), მაგრამ მე აშკარად უფრო გამიჭირდა ამ ნერვიულობის გამო. ეს ნერვული სტრესი მთელი ღამე გამიგრძელდა, ვალერიანებს მასმევდნენ

უკმაყოფილო არ ვარ საბოლოოდ, კარგი ვქენი, რომ დავუჯერე დავარაშვილს. მაგრამ წინასწარი განწყობა მქონდა ისეთი, შენც თუ ასე გეშინია, უფრო გაგიჭირდება თავის გაკონტროლება და მე გირჩევდი, მართლა საკეისრო გაიკეთო. თან ნაკერებიც მედო, კი გამიარა 1 კვირაში, მაგრამ მგონი საკეისროს ნაკერის ტკივილიც დიდხანს არ გრძელდება.
ასე, რომ, მე საკეისროს გირჩევ.
ოღონდ დავარაშვილი და ნემსაძე გამორიცხე
This post has been edited by Voila on 17 Jan 2016, 21:30