გოგოებო გამარჯობათ, მე ახალი ვარ წევრი

გადევნებთ თვალს და უმრავლესობა ქეთის პაციენტი ხართ როგორც ვხედავ

გთხოვთ მირჩიეთ კარგი ექიმი, მინდა საფუძვლიანად დავიწყო მკურნალობა და არა ისეთთან თვეები რომ წამლები მასვას და ბოლოს არაფერი გამოვიდეს.
ლაპარო მაქვს გაკეთებული ვადიმთან 10 წლის წინ, ენდომეტრიული ცისტის. ერთი საკვერცის ნაწილი ამოღებულია.
ეხოებზე დომინანტი ფოლიკული ფიქსირდება ხოლმე მაგრამ არ სკდება და სულ ცისტად რჩება. რამდენჯერმე მულტიფოლიკულოზი მითხრეს და საერთოდ არ ვიცი ოდესმე სკდება თუ არა ეს ფოლიკული

მონიტორინგზე გადაბმულად არ მივლია.
რაც მთავარია პერიოდულად ჰორმონებს სულ ვაბარებდი და ყოველთვის ყველაფერი წესრიგში მქონდა, თიესეიჩი, პროლაქტინი....
ტუღუშთან ვიყავი 1,5 წლის წინ, ლაპარო რომ გაიგო, ეგრევე ინვიტრო მატაკა და წამოვედი.
მერე გვენეტაძესთან გავიქეცი, იქ მთელი ხელფასი დამატოვებინეს ანალიზებში და ერთი რაც გავიგე რომ მილები მთლად დახშული არაა, გამტარიანობა გავიკეთე. მაგრამ საშინლად არ მომეწონა იქაურობა და აღარ მივედი

მირჩეით რამე.....