cash-cashმართალია აქ აქტიური მპოსტავი არ ვიყავი, მაგრამ ჩემი ამბავი მგონი მეტნაკლებად ცნობილია თქვენთვის...5 წელი ველოდი ამ დიდ სიხარულს....ამ ხნის მანძილზე რაც ძირითადად გამაკეთებინა ექიმმა, იყო კვების სწორი რეჟიმი, წონის დარეგულიარება (მიუხედავად იმისა, რომ არ მქონდა წონაზე პრობლება: 1,68 ვარ და ჩემი წონა 62 კგ იყო გათხოვების შემდეგ)...
დაორსულებისას ვიყავი 56-57 კილო (რაც ჯანსაღი კვებით და არა დიეტებით იყო განპირობებული)...მედიკამენტებს ვიღებდი მინიმალურს, თუმცა ლაპაროსკოპიის გაკეთებამაც მნიშავნელოვანი როლი ითამაშა(თუმცა რამე ხელჩასაჭიდი ნამდვილად ვერაფერი ინახა ამ დროს)
სულ ვფიქრობ, მთავარი ამ დროს არის განწყობის შექმნაა, მთავარია უფუნქციოდ არ იგრძნო თავი, გჯეროდეს იმ ექიმის ვისთანაც გადიხართ მკურნალობის კურსს (მე პირადად, ხშირად ვფიქრობდი ექიმის შეცვლას, მანამდე კი 3-4 მყავდა უკვე გამოცვლილი, მაგრამ ბოლოს გული ისევ მისკენ მიმიწევდა, რაღაცნაირი რწმენა მქონდა მისი ცოდნის...მჯეროდა რამეს აუცილებლად იპოვნიდა ჩემში და შედეგს მივიღებდით)....
ეხლა მე 7 თვეში ვარ, და დღესაც მიჭირს ამის გააზრება....წინა პერიოდი - მოლოდინის რეჟიმი ისე გაკომპლექსებს (ნუ ჩემს შემთხვევაში ესე იყო), ორსულობაც კი რაღაც სხვანაირია თითქოს...არა იმათი მსგავსი, ვინც ადვილად ფეხმძიმდება
ყველას მთელი გულით გისურვებთ ამ სანუკვარი ოცნების ასრულებას
და მშვიდობიან ორსულობის პერიოდს