ახლა ვუყურე ამ დღევანდელ გადაცემას, დამაინტერესა რატომ გაგიჩნდათ ამდენი უარყოფითი კითხვა და აზრი.
გადაცემაში დაისვა კითხვა: ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, რა გავაკეთო? ანუ პირველ ვიზიტზე და პირველ ანალიზებზეა საუბარი!
1)ჰემოგლობინის კონტროლი (სისხლის საერთო)
2) შარდის საერთო (არავის უთქვამს, რომ საერთოდ არაა საჭირო) საინტერესო ორსულობის მეორე ნახევარშია, დასაწყისში გვაინტერესებს, რამდენად ამოითესება შარდში მიკროორგანიზმები, ანუ ბაქტერიოლოგია.
3) ჯგუფი და რეზუსი
4) ჰეპატიტები და აივი
5) ენდოკრინოლოგიური ანალიზი
სოკოს და სხვა ინფექციის სრულად განკურნვა ვერ ხდება ორსულობისას, ისე რომ რეციდივი არ მოგცეს. არ ინიშნება აგრესიული მკურნალობა... ერთადერთი ბ სტრეპტოკოკი ნაცხში, რამაც შეიძლება გვერდითი მოვლენა და ბავშვისთვის ზიანი შეიძლება მოიტანოს, ამის კონტროლი უკვე ბოლოს ხდება, რადგან უშუალოდ მშობიარობის პერიოდში მოხდეს ამის გათვალისწინება და გაუნებელყოფა ბ სტპტოკოკის.
ეხოს რაც შეეხება, პროტოკოლზეა საუბარი. სამედიციინო ჩვენების გარეშე მეტჯერ გეგმიურად ვიზიტი არაა საჭირო. (მე კი ვარ უკვე ბევრჯერ ნამყოფი ჩემი ინტერესის გადამკიდე

)
ყოველთვის ის ექიმი ჩანს პროფესიონალი, რომელიც ბევრ გამოკვლევას და მედიკამენტს ნიშნავს, დამიჯერეთ, არ არის ასე!