დღევანდელ გადაცემას დიდი გამოხმაურება მოყოლია

..
ისე ამ ექიმს რომ ვუსმენდი, ჩემი ექიმი ლაპარაკობდა მეგონა.....ძირითადად ისიც იგივე აზრზეა, მთელი ორსულობა არ გამიკეთებია ტორჩ ვირუსები, შარდის საერთოს ჩემი ინიციატივით ვაბარებ ყოველ თვე, თვითონ არ მთხოვს, თვლის არაა საჭირო, ბაქტერიოლოგია კი თავიდანვე გამაკეთებინა....ეხოებს სერგოც კი ზღუდავს, მახსოვ 7 კვირაზე რომ მივედი მათითაშვილთან, რატომ მოხვედი ასე ადრიანადო, 12 კვირაზე გააკეთე შემდეგ საფუძლიანი ეხო, შემდეგი 20 კვირაზე დამიგეგმა, მომდევნო კი 30-32 ზე და მეტიც არა საჭიროო...
უბრალოდ, მე ვარ ისეთი, რაც სავალდებულოა თუ არაა სავალდებულო ყველაფერს ვაკეტებ, თავის დაზღვევის მიზნით, დაორსულებამდეც ეგრე ვიყავი და ახლა ხომ მითუფრო....ეხოსაც კი ყოველ 2 კვირაში ვიკეთებ...ეს ჩემი სიმშვიდისთვის მჭირდება...
თუ ფიზიოლოგიურად მიდის ორსულობა, რაიმე ჩივილი არაა ანამნეზში, ამ ექიმის მიდგომა ნამდვილად სწორია....მე ასე ვფიქრობ...
ხოოო, გუშინ ექიმთან ვიყავი, შადის საერთო ისევ ჩემი ინიციატივით ჩაბარებულზე, იმდენი ვინერვიულე (ერითროციტები მიჩვენა ნორმაზემაღალი, მერე კი გადავამოწმე, და ნორმა ყოფილა

), არადა უტროჟესტანის სანთლებს ვიკეთებ და ამის ფონზე, თურმე ხშირად ხდება ერითროციტების-ლეიკოციტების არასწორი მაჩვენებლის ჩვენება შარდში...
ეხოც გავიკეთე....ჩემი კაცმაცუნა უკვე 1.300 (28 კვირის ვარ)....მოსვენებითი/წოლითი მდომარეობა ისევ ძალაში დარჩა...
დიდი იმედი მაქვს მივალთ სასურველ ასაკამდე, რომ პატარას საფრთხე აღარ დაემუქროს
ისე, პლაცენტის წინამდებარეობა მარტო მე მაქვს??? ასეთი საშიში და საფრთხილო თუ იყო ნამდვილად არ ვიყავი ინფორმირებული
ჰოოო, მეანის აყვანაც უკვე საჭიროდ ჩათვალა ჩემმა ექიმმა და ჰერაში სოსო ღოღობერიძესთან ვიყავით კონსულტაციაზე, პირველი შთაბეჭდილებIთ კმაყოფილი დავრჩი....სოსომაც ყველა ვარიანტში საკეისრო დაგვჭირდება, მთავარია რაც შეიძლება გვიან გაკეთდესო....ღმერთმა ქნას....ყველაფერი კარგად იყოს...