
რა დღეში გვაქვს ნერვები :დ
სადაც უნდათ იქ გამჭრან, მალე ჩამახუტონ ჯანმრთელი ბაო და არ დავეძებ )))))
მაჯავრებს დეიდაჩემი, შენ გაჭრას მაინც მიჩვეული ხარ და არ გაგიჭირდებაო

... უბრალოდ გუშინ ვეუბნებოდი კიდეც ჩემს ქმარს, აი,რომ გვეცოდინება ხვალ უნდა გავიკეთოთ საკეისრო და ბავშვს გულზე მივიხუტებთ,მაგ დღეს არ დაგვერხევათქო?

... ვერ წარმომიდგენია )))))) ალბათ სრული ეიფორია მექნება წინა დღით

... + გადაწყვეტილი მაქვს არავის ვუთხრა, არ მიყვარს მთელი ამბები, მივალთ მე და ჩემი ბიჭი მშვიდად და მერე გავაგებინებთ ხალხს, ნუ გიომ შეიძლება ვინმეს უთხრას,საგულშემატკივროდ ალბათ რავიცი :დ ....
ჰო,ოპერაციები კი ბლომად მაქვს გაკეთებული,მაგრამ გააზრებას ვერც ვასრებდი, უცებ მივდიოდი ტკივილის ფონზე საავადმყოფოში და ნახ. სთ-ში ბლოკში იყავი ხოლმე :დ ჰოდა,ვერ ვიაზრებდი ) ... ასე დაგეგმილი ოპერაციის მეც კი შემეშინდებოდა

მაგრამ ახლა არ მეშინია,ნუ ჯერ.... ბავშვის ხათრით

ლოგიკა - მთავარია ბავშვი იყოს ჯანმრთელი

პ.ს გოგოებო, ეტლებზე საუბრობდით ... წარმოდგენა არ მაქვს რა როგორ ჯობია, პირველი შვილია ეს ჩემი და მე კიდე ის ვარ დეიდა-ბებიების რჩევებს რომ არ მივდევ...ჰოდა, მეჯვარის ცოლმა რაც მითხრა მახსოვს, სასურველია დიდი ბორბლები არ ქონდესო. + ეს ეტლი მომეწონა ძალიან, იმ ლოგიკით,რომ ბავშვი სახით ჩემსკენ იქნება და ვუყურებ. ნახეთ აბა თქვენც და შემეწიეთ 1-2 სიტყვით :*
http://chicbebe.ge/full_entry.php?full=327იგივეა ესეც,მაგრამ ამას სახე წინ აქვს
http://chicbebe.ge/full_entry.php?full=332+ ტანსაცმელებს რაც შეეხება, ამ თემაზე რომ საუბრობთ თავი ცუდი დედა მგონია

ჯერ მხოლოდ 1 შარვალი გვაქვს,ისიც სიმბოლურად და არც ვიცი რა უნდა ვუყიდო (( თან ჩვენ აპრილის ბოლოს,მაისში ველოდებით ბაოს მოვლენას )) და ალბათ თქვენი სია არ გამომადგება,ხო? (