მოვედი მეანისგან
ისეთი მშვიდად ვარ
ექიმი ძალიან მომეწონა, მართლაც ისეთი მშვიდია, მერე იმდენი კარგი გავიგე მასზე. ანესთეზიოლოგის აყვანაც გადავწყვიტე, მაგრამ ვე რმოავსწარი, წასული იყო უკვე და ვერ გავიცანი.
ბაია მართლაც დიდიაო, მაგრამ ამ ეტაპზე არანაირი ჩვენება არ აგქვს საკეისროსიო. მეთქი მე მაინც საკეისრო მინდა.
ვნახოთ, შეიძლება მოთხოვნით საკეისროც არ დაგჭირდეს და ნამცილად საკეისრო დაგჭირდეს ბავშვის წონის გათვალსიიწნებითო.
37-38 კვირაზე დამიბარა, გაცვლა-გამოცვლოის ბარათით და ეხოს პასუხით. გეგმიური საკეისრო 39 კვირაზე ინიშნებაო.
პალატაც ვავარჩიე.
ბაიასთვის რა უნდა წავიღო ისიც გამოვკითხე ექთნებს.
აქ 5 ღამე ტოვებენ და მე-6 დღეს გწერენ, კარგია, მაინც ნაკერია და ვთვლი რომ 6 დღე მეთვალყურეობა მნიშვნელოვანია.
მოკლედ კმაყოფილი ვარ. იმედია სწორი გადაწყვეტილება მივიღე