Nykusaმე ამასწინათ ჩავუჯექი წინა თემებს და ამოვწერე რაღაცეები. ზოგადი სია შევადგინე და დაგიკოპირებ შენც. ფასები მიწერილი არაა, მაგრამ გამოგადგება.
ეტლი - რკინის კორპუსი სჯობია ალუმინისას.ალუმინი დროთა განმავლობაში უარყოფით ნივთიერებას გამოყოფს. სატარებლად ჯობია პატარა ბორბლებიანი. სეირნობის დროს ბავშვი გზას უნდა უყურებდეს.
საწოლ-თეთრეული
1. საწოლ-მანეჟი (ჩიპოლინო, ჰაუკი)
2. ქოქოსის მატრასი (ჩიკო)
3. მატრასის გამოსაკრავი(იყიდება ვაჟაზე თაჩიში)
4. მატრასზე დასაფენი დახრილი რეფლექსური ბალიში (იყიდება ჯიპისიში, ოღონდ ყველგან არა)
5. ბავშვის თეთრეული (ვაჟაზე თაჩიში)
6. ფანელის და ბამბაზიის პილიონკები,თხელი კოტონის (კარტერსი, ბავშვთა სამყარო, ან ვიყიდო მეტრობით და გამოვჭრა)
7. ორმხრივი წყალგაუმტარი ზეწარი
8. ანტიალერგიული საბანი (ეს ტავიდან არ დამჭირდება)
9. პლედი თხელი
ტანსაცმელი
სამშობიაროში ჩასაცმელად newborn ბოდეები და სხვა, სულ რამდენიმე დღე ჰყოფნის. ჯობია ვიყიდო 0-3 თვის
1. მაისურები
2. შარვლები
3. ფეხებიანი შარვალი
4. კომბინიზონი (პოლზუნკა)
5. მოსაცმელი
6. ნასკები
7. ხელთათმანები
8. ქუდები
9. წინსაფრები
10. პირის მოსაწმენდი
11. ფეხებიანი ბოდე
12. ბოდეები (ნახევარმკლავზე, მთლიანები, გრძელმკლავზე)
ჰიგიენა
1. მუსტელას ქაფ-შამპუნი
2. მუსტელას დამატენიანებელი
3. მუსტელას საპონი
4. სველი სალფეტკი ჯონსონი (სახეზეც შეიძლება) და ჰაგისი (ცოტა სქელია), ბიოლაინი
5. აბაზანა (იყიდება აფთიაქებში, ჩიკოში, პსპ-ში თავისი დასადგამით)
6. ჩამჩა (რბილი თავით იყიდება ფაზერქეაში)
7. ტამი-ტაბი (საუკეთესოა გაზებითვის და თავიდან ბანაობისთვის)
8. ბიოლაინის ან მუსტელას ტალკი (თუმცა პამპერსის შიგნით არაფრის წასმა არ უნდა)
9. გამოწვისთვის: სუდოკრემი და უზნაძე-მჭედლიშვილი 2 ნომერი
10. ბავშვის ტანსაცმლის სარეცხი საშუალება: ბიოლაინი, ბაგი, ტეობებე, ушастый няня, პსპ-ში დიდი არჩევანია
11. ყურის ჩხირები
სხვადასხვა ნივთები
1. ბოთლი (შუშის უნდა იყოს. კარგია: ფილიფს ავენტი, ჩიკო, დოქტორ ბრაუნი)
2. სილიკონის სოსკა(ბოთლები და სოსკები ჩიკოშიც იყიდება)
3. მაკრატელი
4. სავარცხელი ჩოთქი და მეორენაირი
5. თერმომტრი წყლის, ოთახის (ერთია და ორი ფუნქცია აქვს)
6. სიცხის საზომი
7. სოსკა-მატყუარა
საწყალი დედის საყიდლები
1. მკერდის თავების კრემი: მუსტელა ან ბეპანტინი
2. მკერდის საფენები: ნუბის, ჯონსონის
3. ძუძუს თავების დამცავი სილიკონი, კალპაკები-კანპოლის ფირმის
4. ხალათი სამშობიაროსთვის
5. მეძუძურის პერანგი(ღილებიანი ერთი და ერთიც ბრეტელები რომ ეხსნება ისეთი)
6. დაბალწელიანი ტრუსები
7. ოლვეისის დიდი საფენები
8. ფეხის ჩუსტები სამშობიაროსთვის
9. მეძუძურის ლიფი
10. ჰიგიენის ნივთები: შამპუნი, საპონი, კბილის პასტადა ასე შემდეგ.
11. შლოპანცები
ვოოოტ.
დღეს ვანახებ ჩემს ქმარს ნაწერს და ამ სიის სიგრძეზე რეაქცია მაინტერესებს