გუშინ ვიყავი გინეკოლოგთან და აპრილის ბოლოს კიდევ ICSI გავაკეთოთო. რაც შევთავაზე ყველაფერი დამიწუნა რააააააააა:
1. MatriceLAB-ის საშვილოსნოს კვლევა მინდა იმუნიტეტზე მეთქი და :
" - ეგ ექსპერიმენტულია და მაგისი ეფექტურობა არ არის მეცნიერულად დამტკიცებულიო

საშვილოსნო არაფერ შუაშია თუ ემბრიონი ძლიერია ყველგან მიმაგრდებაო, მილებშიც კი მიმაგრებულაო (გარეორსულობა)."
2. IMSI მინდა მეთქი და :
"- უცნაურია, მარამ ჩვენ საავადმყოფოში სტატისტიკურად IMSI უვფო ნაკლებ შედეგს იძლევა ვიდრე ICSI-ო"
3. ის მაინც გავაკეთოთ რომ ბლასტოზამდე ვაცალოთ და გავყინოთ და შემდეგ ციკლში გადავიტანოთ-მეთქი (არასოდეს არ გამიკეთებია ეს)
"- როცა ცოტა ემბრიონი გვაქვს არ ვყინავთო, 2 ან 3 ემბრიონი გამოგდისო შენ და არ გირჩევ იმის რისკით რომ ბლასტოზამდე ვერ მიაღწევსო. მაგრამ მოვუმატოთ სტიმულაციას და ვნახოთ იქნებ მეტი ემბრიონი მივიღოთო"
4. სინუსიტი მაქვს ქრონიკული და ეგ ხომ არ ქმნის პრობლემას-მეთქი და
"- წამლებს დაგინიშნავო გადატანის მერე".
5. D ვიტამინი მქონდა ბოლო ანალიზში ცოტა დაბალი D ვიტამინი=26 ng/ml (ნორმა 30 - 60)და არაფერი არ დამინიშნა, არაუშავსო. რითი შეიძლება ნეტა რომ მოვიმატო ეგ D ვიტამინი?
6. T.S.H = 2,76
"- ცოტა მომატებულიაო და ლევოთიროქსი 25 დამინიშნა დღეიდანვე დალიეო".
7. ანტი-მიულერის ტესტი = 1,8 ng/ml
"- 38 წლის ასაკისთვის საკმარისიაო, მაგრამ მაინც მაქსიმალური დოზა დამინიშნა GONAL 450, თითო გაკეთება, ამაზე მეტს აღარ ვნიშნავთო" იმედია არაფერი დამემართება

)))
8. და კიდევ LOVENOX ის ნემსები (ანტი-კოაგულანტი) დამინიშნა ემრიონის გადატანის მერე გასაკეთებელი და ვეღარ ვიხსენებ რატო? რად მინდა ანტი-კოაგულანტებიიიიიიიი ??????
This post has been edited by compte.paris75 on 25 Mar 2016, 17:06