taka26გამარჯობა
არც შენს საქმეში ჩარევად ჩამითვალო, არც ჭკუის დარიგებად,
მაგრამ რადგან ფორუმზე წერ, როგორც ფორუმელი თავს უფლებას მივცემ, რამდენიმე სიტყვა გითხრა...
მძიმე მარხვაა და არ მინდა გაწყენინო ან გაგაღიზიანო, მეც ისევე ველოდები წეროს, როგორც შენ და ამ თემელი გოგოები,
ასაკით ყველაზე დიდი ვარ მოლოდინის ყველაზე დიდი სტაჟით და ესეც მაძლევს უფლებას,
რომ მოგეფეროთ და დაგამშვიდოთ შენც და დანარჩენი გოგოებიც...
უიმედობა კლავს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით,
მოძრაობა და ბრძოლა, განსაცდელის დაძლევა და დაბრკოლებების გადალახვა - აცოცხლებს და ადამიანს ადამიანად აქცევს...
ნუ დაიბოღმები და შენი ტკივილი ღირსეულად ატარე,
სხვა შვილიანი ქალების ბრალი არ არის ჩვენ რომ შვილები არ გვყავს,
ჩვენს გასაჩენ შვილებს სხვები ვერ გააჩენენ...
არც მსახიობობა გვჭირდება ჩვენ, იმიტომ, რომ
რაც არ უნდა ნიჭიერად ვიმსახიობოთ, მაინც ხომ ყველამ იცის, რაც გვაწუხებს,
იქნებ ჯობდეს, გახსნილად ვილაპარაკოთ ჩვენს ახლობლებთან, მეგობრებთან, თუნდაც ქმართან, იმაზე, რაც გვაწუხებს...
ოჯახს შვილი კი არა სიყვარული ამყარებს, უშვილოდ ერთმანეთს შებერებული წყვილიც მინახავს და შვილებიანი დანგრეული ოჯახებიც...
შენს ოჯახს საფრთხე თუ შეექმნება, ეგ შენი და შენი ქმრის ბრალი იქნება და არა უშვილობის...
ასე რომ მოეშვი, ნუ იგრუზები და ნუ პანიკობ,
ყველა დღე ერთმანეთს რომ არ გავდეს, საქმე გამოინახე რამე,
ნაკლები იფიქრე მაგ პრობლემაზე, დაწყნარდი, ქმარს მიხედე და თავს მიხედე,
ცაიტნოტში არ ხარ, ჯერ ყველაფერი წინ გაქვს,
შეგიძლია ცოტა ხნით სხვა რამეზე გადაერთო, ცოტა გაერთო კიდეც ან დასასვენებლად წახვიდე ქმართან ერთად...
შენ გგონია, შენს ქმარს არ უჭირს? ან მას არ სჭირდება შენი თანადგომა, ან ის არ ელოდება ორ ხაზს, ან არ ნერვიულობს?
ან შენს განცდებს ვერ ხედავს? ერთმანეთი უნდა გააძლიეროთ, თქვენს გრძნობას სული უნდა უბეროთ და ერთად ყველაფერს დაძლევთ!
დამიჯერე, ყველაფერი გამოგივა, ეს პრობლემა უსაშველო არ არის!!!