minion90მადლობა
tamunikuავერსი ყოველდღე მუშაობს როგორც ვიცი ...
გუშინ ვიყავი ქეთისთან და მეასეჯერ დავრწმუნდი რომ ყველაზე მაგარია

რაღაცნაირი ექიმური ალღო აქვს, ინტერესიანია.
არც ერთ ექიმს აზრად არ მოსვლია ტუბ-ის და დ ვიტამინის ესეთი კავშირი, არადა უმნიშვნელოვანესი ყოფილა.
კვლევები და სლაიდები მაჩვენა სადაც პირდაპირ სტატისტიკებია მოყვანილი - დაბალი დ-ს დროს უდიდესი შანსია ტუბ- ის და არამარტო.
შენ გამახსენდიო მითხრა , საერთოდ არ ველოდი ამხელა მნიშვნელობა თუ ექნებოდა, უამრავ პრობლემას შეიძლება იწვევს, მათ შორის ავტოიმუნურს.
ცოტა ხალხი იყო და კარგად მელაპარაკა. მიკროებს ჯერ არ მინიშნავს სანამ პისიარ-ს არ გავიკეთებ ავერსში ტუბ-ზე.
მარჯვენა მხარეს თვეებია ყვითელი სხეულის ნარჩენი მაქვს და ამ თვეში ორი ფოლიკულიც იყოო + 1 კისტააო კიდეო (ამიტომ მტკიოდა).
დაორსულების კარგი შანსიაო. ენდომეტრიოზისთვის ვიზანაზეც თავს იკავებს, 6 თვე მაინც უნდა სვაო და გამონადენიც იცისო, ჯერ არ გვინდაო.
პისიარს და დვიტამინს არ აგინაზღაურებენო მითხრა.