სხვაგანაც დავწერე, მაგრამ ვფიქრობ აქაც შეიძლება გამოადგეს ვინმეს ეს ინფორმაცია.
რამოდენიმე დღის წინ ჰერაში ვიმშობიარეთ

სოსო ღოღობერიძე ავიყვანეთ, რეალურად 2 ჯერ ვნახე ეგ ადამიანი, როცა პირველად მივედი და უშუალოდ მშობიარობის დროს. ორსულობა უპრობლემო იყო და პრინციპში სოსო უფრო დაზღვევის მიზნით ავიყვანეთ. რამე რო მოხდეს თქო. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, სოსო ფაქტიურად ზედამხედველის როლში იყო (რაშიც პრობლემას ვერ ვხედავ) თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, რა პრობლემაა სულ თავზე არაა საჭირო რომ ედგეს ჩემი აზრით.
მოკლედ საქმის 90% ბებიაქალმა გააკეთა ინგა ერქვა, აი რასაც ქვია თავის საქმის პროფესიონალი და ძალიან კარგი ადამიანი. მშობიარობით კმაყოფილი ვარ (როგორც დამსწრე მამა

)
ეხლა რაც შეეხება ზოგადად ჰერას მედ პერსონალს:
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ე.წ. სმენას.
პირველი დღის სმენა ძალიან კარგები იყვნენ, მართლა ყურადღებიანი არ ეზარებოდათ შემოვლა და საქმეს პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ.
მეორე დღის სმენა აი რასაც ქვია დაღლილები რაა!

რამეს თუ აკეთებდნენ, მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით, თავის ექიამიან დამლაგებლიანად. მეუღლემ სანამ არ დამირეკა და სანამ გრუზინულად არ შევჯორე (რაც არ მიყვარს ზოგადად) ბოდიალობდნენ იქეთ აქეთ.
მოკლედ სამშობიაროს ზოგადი შეფასება:
- მშობიარობის დროს გაგვიმართლა რომ ძალიან კარგი ბებიაქალი გვყავდა და ისედაც ეტყობათ რომ ბლოკში ვინც არიან თავის საქმე იციან კარგად.
- სპინალური გაუტკივარება ძალიან კარგად გაუკეთეს, კარგი ანესტეზიოლოგი ყავთ.
- მშობიარობის შემდგომი ეტაპები გაცილებით უკეთესი შეიძლება ყოფილიყო, იმიტომ რომ:
1. არ მოვიდნენ და არ ასწავლეს ბავშვს როგორ უნდა მოუარო (ანუ ის ძირითადი რაღაცეები რაც აუცილებელია დედისთვის რომ იცოდეს)
2. სისუფთავე პალატებში იყო საშუალო დონის, განსაკუთრებით სველ წერტილებში
3. სანამ არ გაიგეს რომ "პატრონიანი" მშობიარე იყო, არ დაფაცურდნენ.
4. გაწერისას, ნორმალურად არ შეამოწმეს, ექო მოვალეობის მოხდის მიზნით და ბანალური შეკითხვა: გოგონა რამე ხომ არ გაწუხებს smile.gif
5. სისუფთავეს რაც შეეხება: ჩხოროწყუს EVEX-ის პოლიკლინიკა უფრო სუფთაა ვიდრე ჰერა, ანუ სისუფთავე რა თქმა უნდა არის, მაგრამ არა სამშობიაროს დონის.
საჭმელი კარგაო, მეუღლემ

ხო სულ დამავიწყდა ყველაფერი ერთად 1450 ლარი დამიჯდა (იმედია ნაწილს მაინც ამინაზღაურებს დაზღევა

)
ეს არის ჩემი თვალით დანახული ჰერა და დანარჩენი თქვენ იცით
წარმატებები ყველას!!!