angelgirlკარგი ამბით დამხვდი )))

აყოჩაღად იყავი :*
ე.ი ვიყავი დღეს ექოზეც და სოსოსთანაც....
ექოზე მისულს ჯამში ყველაფერი ნორმალურად დამხვდა, ნუ ექოსკოპისტმა, ჩემმა გინეკოლოგმა და სოსომ ყველაფერი "იდეალურად" შეაფასა... არაფერი გაქვს სანერვიულო და წაბრძანდი ახლა სახლში მშვიდადო.
ჩემი ბიჭი 2.8 კგ-ა 36 კვირაზე (იქვე ნორმა 2.750 ეწერა), მაგრამ მგონია,რომ საგანგაშოდ არ ცდება ნორმას. ექოზე აღნიშნეს ბუთხუზააო,მაგრამ რაიმე ნეგატიურად არ უთქვამთ. ჭიპლარი ერთხელ შემოუხვევია ვაჟბატონს, მაგრამ არც ესაა საშიშიო,მანამდე შეიძლება მოოიხსნას ეს ჭიპლარი ან არადა ერთი შემოხვევა რომც ქონდეს, არ გაპრობლემდებაო. გულისცემა 151, იდეალურიაო. წყლებში ოდნავი ცვლილება გვაქვს, მაგრამ ეს ამღვრევა არ არის და უმნიშვნელო ნიუანსიაო, სხვა ტერმინოლოგიით დაწერეს რაღაც და მერე სოსოსაც ვკითხე და მეტი პრობლემა არ გქონდეს ცხოვრებაშიო. სიმფიზი შემიმოწმა ექოზე და იდეალურიაო, არანაირი პრობლემაო და სოსოსთანაც რადგან ვახსენე, წამოწოლილზე შემამოწმა, თავით ქვემოთ გყავს ბედნიერად ვაჟკაცი და შენც არანაირი მენჯის პრობლემა არ გაქვსო, + გულისცემაც მოისმინა რაღაცნაირი ხელსაწყოთი და მშვენიერიაო. ხო, ანუ თავით ქვემოთააა, პლაცენტა უკანა კედელზეო თუ რაღაც. მოკლედ, ყველანაირად კარგი პასუხებით გამომიშვეს და მშვიდად ვიყავი, ვიდრე ჰერაში მივიდოდი

ე.ი ჰერაში ჯერ სოსო ვნახე და 100% კმაყოფილი დავრჩი, ამ ეტაპზე რაც შეიძლებოდა აბსოლუტურად ყველაფერი მომეწონა მასთან და მოკლედ, დავმშვიდდი ) ... მითხრა თვალზე გაესინჯე და თუ საკეისროს ჩვენმება იქნება მოდი დი 18-ში და დავგეგმოთ საკეისროს დღეო, თუ არადა გელოდები თვის ბოლოს ან მაისის დასაწყისშიო.მანამდე, არამგონია რამემ შეგაწუხოს, მაგრამ თუ გექნება მოვლითი ტკივილები მცირე ინტერვალებით ან თუ წყლებს დაღვრი, დამიკავშირდი და მოდი ნებისმიერ დროს და მეც აქ ვიქნებიო. კარგი გოგო ხარ წონის გამო და საკმაოდ გაგირკვევია ყველაფერიც და მზად ხარ ინფორმაციულადაცო (მე რომ ამას კაცი მეტყვის :დ ) . ხო, 9 კილო მაქვს ჯამში მომატებული და არ უთქვამს რომ ცოტაა ) .
მააგრამ, მოვითხოვე პალატების ნახვა.... დაავალა ვიღაცას, რომელმაც ზედმეტად უკმაყოფილოდ აიღო ეს მოვალეობა თავზე და სხვა რა გზა მაქვს სახით წამაბრძანა.... კალიდორში შევედი თუ არა, აბსოლუტურად სხვა სამყაროში აღმოვჩნდი.... ვიღაცა კედელ-კედელ დადიოდა, ვიღაცა ფეხებზე ბინტებშემოხვეული და თმააბუძგული ძლიიიივს მოძრაობდა, ვიღაცა ნახევარსანტიმეტრიან (Aსე მომეჩვენა) ბავშვს მიაგორებდა, რომელსაც ხელის მტევნისოდენაც კი არ ქონდა თავი და საერთოდ არ იყო ლამაზი, ვიღაც პერსონალს დასვრილი თეთრეული გამოჰქონდა და ბუზღუნებდა.... შევედი ერთიანში და 100% ვიცი,რომ ლუქსი თუ არ იქნება 1-იანს არ ავიღებ. აბაზანა-ტუალეტი ოთახს გარეთ ჰქონდა, კალიდორისკენ. მნახველს ვერ დავტოვებთ აქ, რადგან კარანტინიაო, დავტოვებთ კი არა, ვერ შემოვუშვებთო.ლუქსში-მეთქი და ლუქსში კი შემოვუშვებთ და დატოვება არ ვიციო.. აქ ლოგიკას ვერ ჩავწვდი, იქაც მარტო ვარ და აქაც და სად გადის ზღვარი ამ საკითხის გადასაწყვეტად ვერ გავიგე.ნუ, ალოგიკურად მომეჩვენა.+ ორაზროვნად მპასუხე\ობდა ლუქსში დარჩენაზე -შეიძლება კი, შეიძლება -არა.. შევედი ორიანში და ნუ ნორმალური სივრცე.... საერთო აბაზანა-ტუალეტი... კარანტინის გამო მნახველები არ დაიშვებიანო, ან შეიძლება 1 სთ შემოვიდნენო... აქაც ორაზროვანი პასუხი. 100% ვერ გავარკვიე,რომ ჩამოვყალიბებულიყავი. ლუქსი რომ დამრჩა, ველოდი ცოტა სხვა სივრცეში იქნებათქო,მაგრამ ნწ..იქვე გვერდით ოთახში შემიყვანეს.. ოთახი ნორმალური, მაგრამ კარს გააღებ და იმ გარემოში ხარ,რომელმაც დამთრგუნა და რომლისთვისაც შემეცოდება ჩემი ქმარი. + ოთახში მოსვლამდე მოუწევს იმ გოგოებს მისი ნახვა და ამასაც მათი ნახვა, რაც მე არ მესიამოვნებოდა იმ გოგოების ადგილზე. მოკლედ ) .....
არ ვიცი, შეიძლება ყველა სამშობიაროში ასეა და მე მქონდა სხვა წარმოდგენა, მაგრამ ფაქტია დავითრგუნე.არ ვიცი სამშობიაროების სიტუაცია, პირველად შევედი,მაგრამ რაღაც სხვას ველოდი.რომ გამოვდიოდიი,თავს ვაიძულებდი არ დამტყობოდა და არ მენერვიულებინა მეუღლე... შეიძლება სულაც ორიანი ავიღო და ვიყო გაძლლებაზე ის 3 დღე თუ როგორმე მოახერხებენ და ზუსტ პასუხს გამცემენ, შემოუშვებენ თუ არა ვინმე მნახველს პალატაში. თუ არადა, ლუქსში იმისთვის,რომ მარტო ვიყო და მნახველი ვერ დამირჩეს, სულაც არ მიმაჩნია ნორმალურად ფულის გადაყრა. უბრალოდ პროტესტის შეგრძნების ფონზე. + შეიძლება ცუდი ქალი შემხვდა, ვისაც დაავალეს ჩემი გაყვანა და ამან იმოქმედა ) ..... მოკლედ, სოსო რომ არა, ალბათ სხვა სამშობიაროებსაც დავათვალიერებდი, თუმცა არ გამოვრიცხავ,რომ იქაც იგივე ან უარესი სიტუაცია დამხვდეს,რადგან ეს ზოგადად სამშობიაროების სიტუაციაა და მე ვიყავი ილუზიებში ) ..
წამოვედი სახლში და მას მერე ამ დრომდე მეძინა.... ესეც ჩემი ერთ-ერთი სიმპტომია ნერვიულობის მახასიათებელი.
რამდენი ვწერე, მაპატიეთ