angelgirlხვალ საკეისროს იკეთებ ანუ? ეგ წონა რამდენ კვირაზე გითხრეს?
მშვიდობიანი ხვალინდელი დღე <3
katriniარ ინერვიულო, 7 თვიანები ახლა კი არა ადრე იყვნენ მშვენივრად. ექიმები რას გეუბნებიან?
ვუყიდე დღეს ჩემს ბიჭს რაღაცები და კმაყოფილი ვარ

.....
მე რომ მეგონა ყველაფერს ვაკვირდებოდი, კალიასკის შერჩევისას გამოვდექი 0

... სამაგიეროდ ჩემმა ქმარმა არ დააკლო და საბოლოოდ ვფიქრბ კარგ ვარიანტზე შევჯერდით ) ..... ვერ ვიყიდეთ ქარსითი, აქაც მე ჩუმად ვიყავი და მარტო დამეძაბა ეს :დ ... ვერ დაგადწყვიტა
0-13 კილომდე ჯობია, რომელიც უბრალოდ რემნებით მაგრდებოდა და მარტივი ამოსაღები იყო მანქანიდან, ვთქვათ პიკნიკზე ჩვეულებრივად დასვამ იმ ქარსითითი თუ წელიწადნახევრამდე და ორწლამდე რომ არის, რომელიც მყარად მაგრდება მანქანაში და ფორმას ვუცვლით წონის და თვეების მიხედვით. წამოვედით და როცა ჩამოვყალიბდებით ვუყიდით ) .... დაბადება მანამდე რომ მოუწიოს მაინც აღარ ვდარდობ, უჩემოდაც უყიდის, რადგან კარგად არჩევდა.
ხო, აფთიაქშიც თითქმის ყველაფერი ვიყიდე. მაგრამ ცოტა კითხვები შემომრჩა და თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ
ვერ ვიშოვნე ჩიკოს სავარცხელი და მაკრატელი, სხვა რაღაც ბრენდის მაჩვენეს ესეც ძალიან კარგიაო, მაგრამ რაღაც შემეშინდა იმ მაკრატლის და კუსაჩკის, უბრალოდ
ძალიან პატარა ზომის იყო და ფორმა თითქმის იგივე რაც ზრდასრულის და ეგრეა?.... მე ვიცი რომ კუსაჩკას ბრტყელი თავი უნდა ჰქონდეს. ან თუ შეგიძლიათ რომ დამიდოთ თქვენების ფოტოები?
ხო, ყურის და ცხვირის ჩხირები რომ ვუთხარი მომცეს 1 შეფუთვა და მითხრეს,რომ ორივე ერთია... სახლში კი ანოტაციაზე წავიკითხე,რომ აწერია ყურის ჩხირები...
ცხვირის ცალკე არის კიდე? პატარა წვრილი ბამბის თავი აქვს და მერე ბუთქუნდება.
ვერ ვიშოვნე მუსტელას მკერდის თავების კრემი, დეფიციტშია და თითქმის აღარსად არისო. ბეოანტინის კრემი კი ჯიპისიში ჰქონდათ, მაგრამ უშუალოდ მკერდის თავებისთვის არისთქო რომ ვკითხე არაო, კანისთვისააო და რაღაცები მებჟუტურა და ნუ მოკლედ, ეგ უნდა ვიყიდო თუ
უშუალოდ მკერდის თავებისთვის არსებობს ბეპანტინი?,,, 11 ლარამდე ღირდა.
დანარჩენი თითქმის ყველაფერი ვიყიდე
ხო, ჩვილის ბალიში არ მიყიდია ამ ეტაპზე. 78 ლარი ღირდა და სახლშიც დამახვედრებს თუ რამე მეუღლე, მაგრამ მანამდე კიდევ კარგად ვიკითხავ ფორუმზე,
რამდენად ეხმარება ბავშვს ეგ ჩვილის ბალიში და რამდენად იყენებთ ყველა, ტყუილად რომ არ მეყიდა.
პ.ს გამოსაყვანადაც ვუყიდე ტანსაცმელი და ცუდად ვარ რომ ვუყურებ :დ <3 ..... კეტები მომეწონა მაგრამ ბაჩუჩის სტილის ფეხსაცმელი ავიღე ბოლოს, რბილია ბევრად და თეთრ პერანგსა და ჯინსის შარვალსაც მოუხდება :დ <3