happy-go-luckyჯერ ჯანსაღი კვების პრინციპები რომ სცადო არ გინდა? მე დიდად გარკვეული არ ვარ ამ დიეტებში, არასოდეს დამჭირვებია, მაგრამ ჩემს წონას რომ ვუყურებ, უკვე დავინტერესდი. მგონი აღმოვჩნდები შენს დღეში მშობიარობის მერე

)
ჩემი ახლობელი იცავს ეხლა ამ დიეტას. მკაცრია, მაგრამ საჭმლის მხრივ არა, დროის მხრივ

2 კვირაა დაიწყო და ამბობს 4 კილო დავიკელიო
1. დღეში მინიმუმ 2-2,5 ლიტრა წინა დღის (ნადგამი) წყალი. (მაღაზიის წვენები და კამპოტები არ ითვლება. წყლის ოდნავ დაატკბობა მოსულა.
2. კვება აუცილებლად დღეში 4-ჯერ თანაბარი ინტერვალებით. (ეს ყველაზე აუცილებელი კომპონენტია) ნუ რა თქმა უნდა ზომიერად.
3. ამ 4-დან ერთი კვება აუცილებლად უნდა შედგებოდეს მხოლოდ ცოცხალი ხილის ან ბოსტნეულისგან. მაქსიმუმ დაუმატო მაწონი, კეფირი ან იოგურტი 100 გრამამდე.
გადავედი ეხლა აკრძალვებზე

1. ნამცხვრები და ტკბილეული არ შეიძლება დღეში 300-400 გრამზე მეტი- მაგრამ მხოლოდ დღის განმავლობაში. საღამოს საერთოდ არ შეიძლება.
2.პურ-ფუნთუშეული მხოლოდ პირველ-მეორე ჭამაზე და თითო ჭამაზე მაქსიმუმ 200 გრამი.
3. ძალიან ცხიმიანი არ შეიძლება. მაგალითად სალა, ქონში შემწვარიკვერცხი, კარტოფილი და ა.შ. გრილზე ან ძალიან ცოტა ცხიმში შემწვარი მოსულა.
ამ ყველაფერს + ფიზიკური აქტივობა. სეირნობა დღეში მინიმუმ 40 წუთი ან მეტი

რაც მეტია დატვირთვა მეტად სწრაფია ეფექტი.
და ყველაზე მეტად მომეწონა ბოლო წესი - დიეტის ნებისმიერი დარღვევა "ისჯება" ძილის წინ დამატებითი 40 წუთიანი სწრაფი ნაბიჯით სიარულით


