taka26რახან ეძებ, ამ ვარიანტსაც ჩაგიგდებ. ძალიან ახლობელი არაა. ერთ ტაძარში დავდივართ მე და ამ ცენტრის დირექტორი. უბრალოდ მივედი და რომ დამინახა, თვითონ მიცნო, მომესალმა და გარკვეული ფასდაკლებაც გამიკეთა თავისი სურვილით.
რა მომეწონა:
1. არ გთხოვენ ზედმეტ გამოკვლევებს,
2. არიან ძალიან ყურადღებიანები-აი ექიმი აქეთ რომ გირეკავს და გეკითხება როგორ ხარ და წამალმა რეაქცია ხომ არ მოგცა
3. თუ ხედავენ, რომ მათი პრობლემა არაა-გიშვებენ სხვა ექიმთან. (მაგალიტად მე უროლოგთან გამიშვეს. სანამ ცისტიტების პრობლემას არ მოაგვარებ, აქ არაფერი გესაქმებაო )
4. ბევრი ხალხი ყავთ, მაგრამ არც იმდენი რომ საათობით იდგე რიგში. ძალიან კარგი და პოზიტიური ატმოსფეროა.
5. ანალიზები რაც მანდ გავიკეთე, და მერე სხვაგან მომიწია გადაკონტროლება, ყველა სწორი იყო. (დამიჯერე, ეს მირწევაა ჩევნს დროში).
6. მე მაინცდამაინც დიდი მკურნალობა არ დამჭირვებია. კი მოვყევი აქ ჩემი ისტორია, მაგრამ ფაქტია რომ პირველივე კონსულტაციიდან ჩემი ხელზე დახვევის და ფულის ახევის მცდელობა არ ყოფილა. პირიქით. ეხლაც მანდ დავივარ, ორსულობის კონტროლისთვის და ძალიან კმაყოფილი ვარ.
7. ბევრი ბედნიერი სახე და ორსული მინახავს წლების გამოცდილებით, რომლებიც მანდ დარჩნენ ორსულად...