ჩემსას (3 თვისაა) შეკრულობისკენ ქონდა მიდრეკილება, 24სთ-ში მაქსიმუმ2 ან 3 ჯერ გასულიყო , ან შეიძლება 48 სთ არ გასულიყო, ამიტომ ვიყენებსდით
დუფალაკს, დაახ 2 კვირის წინ კუჭის მოქმედება გაუხშირდა, 24-სტ-ში10ჯერაც კი გადიოდა, მაგრამ არა თხლად, ჩვეულებრივი სქეილი მასა იყო თავიდან
მერე შეგვეშინდა სითხის დანაკლისი არ შექმნილიყო და ვიწექით კლინიკაში, გაუკეთდა მხოლოდ რინგერის გადასხმა, რადგან ინფექცია არ აღმოჩნდა სისხლში
თუმცა ვერც ვირუსის არსებობა დადასტურდა (როტა ვირუსზე ქონდათ ეჭვი, მაგრამ უარყოფითი იყო პასუხი)...გამოწერიდან 1 კვირაში სიმპტომები ისევ თავიდან დაიწყო...ხო რაც მთავარია, ფეკალურ მასებს მიყვებოდა სისხლისფერი ლორწო...
სწორედ ამ პრობლემის გამო მივეცით ციცისთან...ბერმა გაუწია რეკომენდაცია და ფრთაშესხმული მივდიოდი, დიდ იმედს ვამყარებდი მასზე, მაგრამ ესთი გამწარებული ვარ იმედები რომ გამიცრუვდა, არსად არ მოვერიდები მასზე ცუდის თქმას

მოკლედ, მივედით ამ პატარა ატირებული ბავშვით ხელში, ზედაც არ შემოგვხედა, პირველ რიგში ჩეკით დაინტერესდა თუ გვქონდა (არადა, მანდ ისეთი ბარიკადებია აღმართული ჩეკის გარეშე წარმოუდგენელია შესვლა)
ბავშვი არ გაუსინჯავს, არ უნახავს ყიფლიბანდი, არ შეუმოწმებია კანი, იქნრბ მე გამომრჩა რამე და გამოცდილ თვალს ან გამონაყარი შეემჩნია ან მუცლის ფორმა აე მოწონებოდა, მოკლედ ბავშვს ხელი არ ახლო, მე მომისმინა,მერე გამომიწერა დაახ 100 ლ წამლები, აშკარად წარმომადგენლობასთან შეკრულობის სუნი მეცა
ერთერთი ისეთი დამიწერა, იქვე ედო წამლის ბუკლეტი და გადმოწერა რასაც ქვია, არ იცოდა ამ წამლის არც მიღების წესი და არც დოზა არც ის როგორ უნდა მიმეცა ჩვილისთვის, რაში გამეხსნა, უბრალოდ წაიკითხა და გადმოწერა...

ვერ ვიტან ასეთ გაქსუებულ, ფულზე გაყიდულ ტიპებს, მარტო გამორჩენაზე რომ არიან და ვითომ რამე იციან თავში აქვს ავარდნილი..+ დასცინა წინა ექიმის დანიშნულებას....რაც მის არაპროფესიონალიზმს კიდევ მეტად ამტკიცებს...
ძალიან დამწყდა გული, რაც მთავარია, პრობლემა მოუგვარებელი დაგვრჩა, მართალია კუჭის ხშირი მოქმედება აღარ გვაქვს, მაგრამ დღეს დილით მწვანბე ფერზე გავიდა ალაგ ალაგ ყვითელი მკვირი მარცვლებით....რომ დავრეკო რა აზრი აქვს, მოდიო მეტყვის...მივალ, ბავშვს არც ნახავს და რომელიღაცა ძვირ მედიკამენტს გამოცდის ჩემს პატარაზე...

თავდაპირველად ძროხის რძის ცილის აუტანლობა იეჭვა, მაგრამ განავალი და სისხლი სუფთა იყო და ადვილად გამორიცხა, ლაქტოზის აუტანლობა ხომ არ იქნება მეთქი...გაეცინა, მაშინ სულ ვერ შეჭამდა რძესო...არადა, გარკვევით წერია ბევრ საიტებზე, ლაქტოზის აუტანლო შეიძლება ნელნელა იჩინოს თავი...განსაკუთრებით, როცა მისაღები საკვების რაოდენობა მატულობს...
მოკლედ, ოთხშაბათს მივდივარ ჩემს პედიატრთან, მასთან შეთანხმებით, მირჩევნია ცოტა ხნით სპეც კვებაზე გადავიდეთ....
* * *
ბავშვთა პროდუქციას მე სხვადასხვა ფირმისას ვიყენებ, მაგ ბადუზანისთვის ბიოლაინს ვხმარობ 2 1-ში, და მომწონს, სახის და სათუთი ადგილების გასაწმენდად
მუსტელას ფიზიობებე ვიყიდე როგორც იქნა და მაგას ვიყენებ...როცა პამპერსის ქვეშ მჭირდება, ველედასას ვხმარობ და გაწითლებულ ადგილებს 1 წასმაშივე
შველის...
დამატენიანებელი ჯერ არ გამომიყენებია არ გვჭირდებოდა და ტოპი კრემის შეძენას ვფიქრობ...აი ფუფხებზე კი ალბათ მაინც მუსტელას ვიყიდი...