მილები ძალიან პეობლემურია საერთოდ.
თმის ღერის სისქისაა და შიგნით რა ხდება კაცმა არ იცის. მე ეხოზე დამინახა სერგომ მარჯვენა მილი გაფართოებული და სითხე არისო. ქეთიმ ვერ ნახა მერე ეგ სითხე და რედგენზე რომ გამიშვა პირიქით
მარცხენა აღმოჩნდა გაუმტარი და მარჯვენაში გაატარა ჩვეულებრივად.
ეხლა ღმერთის წყალობით ჩემს ქმარს თუ გაუუმჯობესდება მდგომარეობა, მინდა, რომ კიდევ შევიმოწმო.
ჯერ ერთი სერგოს არ ვენდობი და მერე მეორე შინაგანად მგონია რომ სპაზმი მოხდა.
მარცხენა მილი გაუმტარი თუ მაქვს, კვერცხუჯრედი უმეტესად იქით როგორ იზრდება? დაკეტილი მილი საკვერცხესაც ხომ აზარმაცებს, მე ეგრე ვიცი..
მოკლედ, ეს სფერო ძალიან აბდა-უბდაა და თუ გაარტყი და გაგიმართლა ძალიან ბედნიერი უნდა იყო ადამიანი