გამარჯობა გოგოებო და ბიჭებო (თუ აქ პოსტავენ)
2 წელია ვკითხულობ ამ თემას რადგან მე და ჩემი ქმარიც ორი წელია ვცდილობთ ბავშვის ყოლას.
ახლახანს მივედით ექიმათან. ექიმმა პირველი რაც მოგვთხოვა სპერმის ანალიზი იყო, ჩააბარა ჩემმა ქმარმა და ყველაფერი რიგზეა და ნორმაშია. ახლა მე ვიკეთებ ანალიზებს.
საქართველოში არ ვცხოვრობ და აქ ყველაფერს დაზღვევა მინაზღაურებს.
ფორუმზე იმიტომ გადავწყვიტე დარეგისტრირება რომ მინდა გაგიზიაროდ ჩემი გამოცდილება აქაურ ექიმებთან.
ძალიან მინდა სულ ყველას აგიხდეთ თქვენი ოცნება და მალე ჩაიხუტოთ თქვენი პატარები.
ახლა ჩვენს პირველ ვიზიტზე მოგიყვებით, იქნებ თქვენც გაითავლისწინოთ.
პირველ რიგში ექიმმა დაგვიბარა რომ აუცილებლად ერთად მივსულიყავით.
გამოგვკითხა სულ ყველაფერი, ჩვენი ცხოვრების წესი, პროფესიები, დეტალურად გამოგვკითხა ჩვენი სექსუალური თანაცხოვრება. ამ ექიმს ვენდობი 100 პროცენტით, რადგან აქ არავინაა დაინტერესებული ჩვენთვის ფულის წართმევით, დაინტერესებულები არიან რომ მხოლოდ დაგვეხმარონ.
პირველი გასაუბრების შემდეგ დაგვინიშნა ანალიზები, ქლამიდია, უროპლაზმა, მიკროპლაზმა და სხვადასხვა ინფექციური დაავადებების შესამოწმებლად.
შემდეგ მე დამინიშნა 3 ჰორმონის გადამოწმება, რომელიც მომავალ კვირას უნდა გადავამოწმო რადგან ციკლის დღეებს ააქვს მნიშვნელობა.
ექიმმი 2 საათი გვესაუბრებოდა თუ რა იწვევს უშვილობას, როგორია მკურნალობის კურსი, რა პროცედურების გავლა დამჭირდებადა ძირითადად რომელი ექიმები მომხედავენ.
რამდენიმე წლის წინ საქართველოდან მომიწია სასწავლებლად წასვლა ორი წელი ურთულეს სამაგისტრო პროგრამაზე ვსწავლობდი, რომელიც ჩემთვის უდიდესი სტრესი აღმოჩნდა. ამის მერე ვმოგზაურობდი ძალიან ბევრს, ხშირად ვიცვლიდით საცხოვრებელ გარემოს და ხშირად გვიწევდა ორვეს სტრესულ სიტუაციებში მუშაობა, რაც ექიმის აზრითაც და ჩემი აზრითაც მთავარი მიზეზია. ახლახანს გადავედით საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში, და ბოლო სამი თვეა ვცდილობ ძალიან მშვიდად ვიყო, ავიცილო სტრესი და მივხედო თავს, დავიწყე ცურვაზე სიარული, ფიტნესზე. როცა კარგი ამინდია პარკში ვაკეთებ იოგას. ვცდილობ მაქსიმალურად მშვიდად ვიყო, არ ჩავიციკლო და ყურადღება სხვა რამეზე მქონდეს გადატანილი, ზუსტად ეს იყო ჩემი ექიმის პირველი რჩევაც.
ხანდახან აქ რომ ვკითხულობ გოგოების პოსტებს, მგონია რომ ზოგი ძალიან ისტრესავს თავს და ეს ძალიან დიდ ზეგავლ3ნას ახდენს უშვილობაზე. დარწმუნებული ვარ ცოტახანს თუ დაანებებთ ექიმებს თავს სა მოეშვებით ყველას აგიხდებათ ოცნება.
მეც ორი წელია ველოდები და ძალიან კარგად მესმის რამხელა იმედგაცრუებაა ყოველთვე ციკლის დაწყება, იმ მომენტში ჩემთვის სამყარო მილიონ ნაწილად იმსხვრევა და საშინელი იმედგაცრუების გრძნობა მაქვს, მაგრამ ვცდილობ თავი ხელში ავიყვანო. და რაც გვაქვს მე და ჩემს მეუღლეს იმითი დავტკბეთ. ერთად მხოლოდ ბავშვების გამო ხომ არ ვართ? რამდენი რამეა ჩვენს ირგვლივ. ერთმანეთის ყოლა უკვე უდიდესი ბედნიერებაა.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენი ცხოვრების სტილს, თქვენს განწყობას, ურთიერთობას თქვენს პარტნიორთან...
მოკლედ ძაკიან მინდა სულ ყველანი გახდეთ მშობლები..