გოგოებო, როგორ ხართ? პირველ რიგში ყველას მშვიდობიან ორსულობა-მშობიარობას გისურვებთ. ხშირად ვკითხულობ თქვენს პოსტებს და ბევრ საჭირო ინფორმაციას ვიღებ

თქვენი აზრი მაინტერესებს. წელიწადნახევრის წინ მაქვს გაკეთებული საკეისრო, იყო პირველი ორსულობა. საკეისროს ჩვენება იყო მხოლოდ ბავშვის მდგომარეობა, 36 კვირაზე ნაადრევად გახდა საჭირო ამოყვანა და სასწრაფოდ გამიკეთეს.
ეხლა ვარ 4 თვის მეორეზე და ვფიქრობ თუ შესაძლებელი იქნება ამჯერად ფიზიოლოგიური ავირჩიო. გინეკოლოგს და ერთ ეხოსკოპისტს ვკითხე და მიპასუხეს 1 საკეისრო კვეთა ჩვენებად არ ითვლებაო, თუ სხვა მიზეზიც არ არის, მაგრამ ექიმები მაინც
არ რისკავენ ხოლმეო და ისევ საკეისროს დაგინიშნავენ დიდი ალბათობითო. მაინტერესებს თუ გქონიათ გამოცდილება საკესროს შემდეგ ბუნებრივი გზით მშობიარობის, ან თუ იდექით არჩევანის წინაშე და სხვა გადაწყვეტილება მიიღეთ მიზეზი რა იყო.
უცხოური საიტები გადავიკითხე და თუ 18 თვეა გასული საკეისროდან და სხვა ჩვენება არ არის 80 % ბუნებრივი გზით აჩენენ. საქართველოში რა მიდგომაა ამ საკითხზე ზოგადად თუ იცით ან თქვენ გარშემო ვინმეს ქონია მსგავსი შემთხვევა გთხოვთ გამიზიაროთ

)
მადლობა წინასწარ