37 კვირაში ვარ და არაფერი არ მაწუხებს და ისე მიკვირს

ზოგი რომ წერთ საშინელ დისკომფორტებს, ყველაზე მარტივი თვე ეს გამომადგა მე

ღამე მძინავს გოჭივით, ერთხელ ვდგები მარტო ტუალეტშI (ორსულობამდეც ვდგებოდი მასე, ხილებს და სითხეებს არ ვზღუდავ საღამოს და მა რა იქნება), დაჟე წელიც აღარ მტკივა, იჟოგაზე და ღებინებაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია.. აპლიკაცია მეუბნება, კუჭში ადგილი აღარ უნდა გქონდეს უკვე და ნახევარ პორციებს უნდა ჭამდეო და შენც არ მამიკვდე, ვილუკმები მადიანად

ბავშვი ისევ ნარნარებს - ალბათ 20 კვირაში რა მოძრაობებსაც გრძნობთ - დაახლოებით ისე ვარ მე ეხლა

ნეტავი, სიჩუმე შტორმის წინ არ იქნებოდეს და რას ვჩივი

ოდნავ მაქვს ხელის და ფეხის თითები შეშუპებული, მარა სიცხეში ისედაც ვიცოდი ხოლმე ასე..
მუცელი მე მგონია, რომ მაქვს ძალიან დიდი, მარა ხალხი მეუბნება, პატარა გაქვსო და გუშინ ქუჩაში შემხვედრმა ნაცნობმა საერთოდ, მე-5 თვეში ხარო?

თვალებშI აკლდა მგონი
Sarcasm - Is a way of offending idiots so they couldn't even understand it (c) House
ნენოტექნოლოგია: იდეალი, მაგალითად, ხომ ცხვება ნიგვზით, თაფლით, სგუშონით და ა.შ. ნენო აკეთებს რკოთი, სახარინით და კარტოფილით... (c) ინფინიტი <3