წინა რამდენიმე გვერდის თემებზე დავწერ ჩემს აზრს :დ
1. მშობლების სიახლოვე ბავშვს სჭირდება, განსაკუთრებით სიცოცხლის პირველ 2 წელს. პირველი 3 თვის განმავლობაში, მისი ნებისმიერი წამოტირება უნდა იქნეს შემჩნეული და პასუხგაცემული. თუ ბავშვი ტირის და აიგნორებენ "არ გაფუჭდესო", მას უჩნდება იმის განცდა, რომ არავის აინტერესებს და "ვაფშემც, რა მოვდიოდი აქ, რას მეპატიჟებოდნენ". ეგ ინფორმაცია გადადის არაცნობიერში და შეიძლება მოზრდილობამდე არანაირი პრობლემა არ შექმნას. 3 თვემდე ბავშვი არაფერს ეჩვევა.

ყურადღება ნიშნავს მის გვერდით ყოფნას, მაგრამ მის მაგივრად ქცევას - არა. პირიქით, უნდა წავახალისოთ, რომ რაც უნდა გააკეთოს. მაგალითად, თუ ხალიჩაზე ზის და სათამაშო უნდა, არ მოვუტანოთ, ვაცალოთ მიცოცდეს მასთან. 6 თვის ასაკისთვის, თუ დედამ მანამდე სწორად იმოქმედა, ბავშვს უჩნდება მიჯაჭვულობის განცდა და ეს ჯანსაღი და ბუნებრივია

დედასთან უფრო კარგად გრძნობს თავს და უცხოების შიში შეიძლება გამოხატოს. ამ დროს დედამ უნდა დაანახოს, რომ უცხო მისაღებია მისთვის, "დაბრო უნდა მისცეს" მასთან საურთიერთოდ. სანდოდ მიჯაჭვული ბავშვი, დედის დაბრუნების შემდეგ ღიმილით ხვდება მას, რადგან იცოდა, რომ არ მიატოვებდა და დაბრუნდებოდა მასთან. იგნორი და ბრაზი არასანდოდ მიჯაჭვულობის ნიშნებია.
2. გაზები 3 თვემდე ბავშვებს იმის მიუხედავად შეიძლება ჰქონდეთ, რას შეჭამს დედა ან როგორი ბოთლით აჭმევენ. გაზების გამოდევნას ხელს უწყობს აქტიური ნივთიერებები დიმეთიკონი და სიმეთიკონი. თუ დიმეთიკონიანი წამალი, მაგალითად კუპლატონი ვერ შველის,სცადეთ სიმეთიკონიანი, მაგალითად ესპუმიზანი. ზოგადად, დიდად ვერ შველის წამლები.
მე მივუდექი, როგორც ასაკის გამოწვევას და კუპლატონს მოვალეობის მოხდის მიზნით ვასმევდი ხანდახან. შველოდა "თეთრი ხმაური": მატარებლის, მტვერსასრუტის, ფენის ხმები. სიარული. ლაპარაკი. 2 თვემდე გაუარა.
3. აცრის შემდეგ ბანაობა შეიძლება, თი ბავშვისთვის სტრესული არ არის. ჩემი შვილი 2 თვე ტიროდა ბანაობის დროს