Freezing moonდა კაკაომ რა უნდა დაგიშავოს? რატომ არ სვამ? მე ყავა მაგით ჩავანაცვლე

მცირე რაოდენობით კოფეინი აუცილებელია ორგანიზმისთვის.
annastasyaუნდა გაუძლო

მეც ლამის დეპრესია დამემართა, მაგრამ სხვა გზა არაა. ექიმთან ვიზიტი საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ დღეში 4-ჯერ ან მეტად აღებინებ. მაგ დროს ორგანიზმი ბევრ სითხეს და მინერალებს კარგავს და შესაძლოა გადასხმები დაგჭირდეს. სხვა შემთხვევაში, როგორი უსიამოვნოც არ უნდა იყოს, მსუბუქი ტოქსიკოზი ქვია და არაფერი ინიშნება. ორგანიზმი თვითონ უნდა შეეგუოს.
სცადე სხვადასხვა რაღაცეები, რომ მდგომარეობა შეიმსუბუქო. მე მაგალიტად საჭმლის ყველა ლუკმას კეფირს ვაყოლებდი და მშველოდა. ძალიან კარგად მიხსნიდა გულის რევის შეგრძნებას თაფლიან-ლიმნიანი წყალიც.... აქ გოგოები გაზგასულ ბორჯომსა და ნაბეღლავზე წერდნენ გვშველისო.... სცადე და რომელიმე შეგიმსუბუქებს მდგომარეობას.
როგორც წესი 14-15 კვირის მერე მცირდება ტოქსიკოზი და 17 კვირამდე ალაგდება. მე მაგის იმედად ვიყავი

წარმოიდგინე, ლექტორი ვარ და ლექციაზე კაი ლოთი ძიასავით ბოთლით შევდიოდი

სხვაგვარად უბრალოდ ლაპარაკს ვერ ვახერხებდი...
* * *
justdoitეგეთი რისკი ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს

ეგ ანალიზები არაა 100% და მაგიტომ წერენ მასე. იდეაში ყველა ანალიზი ნორმაა, ანუ სანერვიულო არაფერი გაქვთ. : )