xatatulaარ შეგეშინდეს მაგის, ჯერ ერთი იმიტომ რომ იცის ახალშობილებში და თავისით იკლებს და მეორე იმიტო რო 8 ფაქტიურად არაფერი არაა. ჩემი სანდრო 2 თვის არის ეხლა და დღევანდელი ანალიზის ოასუხი არ ვიცი ხვალ იქნება და მანამდე 1 თვის რო იყო 212 ქონდა, 1 თვის და 2 კვირის რო იყო 145 ქონდა და ეხლა იმედია რო საგრძნობლად დაბალი ექნება. ჩემ სანდროს გარეგნულადაც ეტყობა, ჯერ ბოლომდე არ გადასვლია სიყვითლე. დღეს მყავდა პედიატრთან და მაქს 1 თვეში გაუვაო მითხრა. არ ინერვიულო საშიში არაა ეგ რაოდენობა.
ჭამას რაც შეეხება, ჩემიც ჭირვეულობს ხოლმე, ხან იჭინთება და მაგაზე ეშლება ნერვები, ხან ამოქარვება უნდა ხოლმე და ხან უბრალოდ შესვენება, მერე ისევ აგრძელებს ხოლმე ჭამას, ხან კიდე ეძინება და მაგიტო ტირის. რო დაიწყებს ჭიჭყინს ეცადე ამოაქარვებინო.
ხო და კიდევ, ხო არ ცხელა? თბილად ხო არ აცვია? თუ სახლში კონდენციონერი არ გაქვს და თბილად აცვია შეიძლება მაგიტო ჭირვეულობს. სანდროს მარტო პამპერსი აცვია ხოლმე და მაინც ცხელა

თხელ ბოდეს უმკლავებოს ვაცმევ ხოლმე ღამე და ეგაა. ორპირშიც კი მყავს ბავშვი რო გრილად იყოს

ეხლა ამ ჩაცმაზე რატო დავწერე, იმ დღეს საშინელ სიცხეში კალიასკაში ჩაფუთნული ყავდათ ბავშვი, სქელი პლედი ეფარა ბავშვს და ალბათ თბილადაც ეცვა სავარაუდოდ, შემეცოდა ის ბავშვი ამ სიცხეში, მერე რამდენიმე დღეში კიდე ვნახე სხვა ბავშვი ქარსითში სქელ პლედში ჩაფუთნული, მე არც წინდას ვაცმევ და არც არაფერს

ერთი სიფრიფანა ბოდე აცვია ხოლმე გარეთაც. ორმა პედიატრმა მითხრა რო ასე თხლად მყავდეს ბავშვი 23+ გრადუსზე, ხოდა მეც ვითვალისწინებ

შენც და ყველასაც იგივეს ვურჩევ