happy-go-luckyჩემსას თმები სულ სულ გასცვინდა და გამელოტდა (4 თვის ასაკში) ჩემი ქმარი სერიოზულად ნერვიულობდა, რომ მელოტდება ვაითუ თმები აღარ ამოუვიდესო

. ეხლა წამოუვიდა თმები, თან ისე სასაცილო აქვს წინ ცოტა მუქი, უკან სულ ქერაფცუა...
მე გადავწყვიტე ჩემი კაცმაცუნა ყოვეთვიურად მიმეყვანა პროფილაქტიკურ ვიზიტებზე პედიტრთან და არც ვნანობ, ყოველ თვიურად წონის, სიგრძის ნამატს ვნახულობთ, კვებასთან დაკავშირებით რჩევას მაძლევს...წონაზე ბოლოს მეც ცოტა ვინერვიულე, ყოველთვე თითქმის კილოზე მეტს იმატებდა და ბოლო თვეს რატომღაც მხოლოდ 300 გ ქონდა მომატებული, ისე შევიცხადე, კორძახიას გაეცინა, რაც მთელი წელი უნდა მოემატებინა უკვე გეგმა შესრულებული აქვს და უკვე იმდენს აღარ მოიმატებს ეს ნორმაააო, დამამშვიდა

....რაც შეეხება დ ვიტამინს, ივლისიდან უკვე აღარ ასმევს, მოგვიხსნა...ზაფხულში ძლიერ ოფლიანობდა და რამდენჯერმე ვკითხე დ ვიტამს რომ არ ვასმევ, მაგის გამო ხომ არ არის თქო, არ დამეთანხმა....ისე კიჭებიც ჯერ არ ამოსვლია...ყიფლიბანდი კი ძალიან დაუპატარავდა (ჩემი აზრით. თორემ ექიმი ნორმად მიიჩნევს)
ლოყები მხოლოდ აწითლებული აქვს აქერცლილი არა...
კვებაზე ისეთ სისულეებს ვეკითხები ხოლმე, სხვას შეიძლება უხეშად ეპასუხა, ჩვენი პედიატრი კი ძალიან მშვიდია და ყველაფერს ძალიან კარგად და დაწვრილებით გვიხნის

თუმცა, რა თქმა უნდა, რაღაცეებზე ჩემი აზრი მაქვს

...მაგ ჰეინცის ორცხობილა გვირჩია მიგვეცა ხილის ჩაიში ჩამბალი...რატომღაც არ ჩავთვალე საჭიროდ, მხოლოდ ჩაის ვასმევ ხანდახან...
ისე თუ შინ ჩვეულებრივი სასწორი გაქვს, ძალიან მარტივად შეგიძლია შენი პატარას წონა გაიგო: მე ჯერ ბავშვიანა ვიწონები შემდეგ ცალკე და სხვაობა რაცაა, მისი წონააა მიახლოებით....
სამსახურში კოშმარი მაქვს....ვგზავნი უაზროდ უამრავ მეილს, თავგზა მაქვ არეული

...როდის ჩავდგები კალაპოტში არ ვიცი...+ ჩემდა სამარცხვინოდ, რუსული დიდად არ მეხერხება, და მაინცდამაინც რუსულენოვანთან მიწევს მეილით კონტაქტი...

იმისიც მრცხვენია, ჩემს უფროსს ვუთხრა, ვერ მივწერ მეთქი და არ ვიცი რა ვქნა
* * *
happy-go-luckyყაბაყს მხოლოდ მაშინ ვაცლი გულს თუ მომწიფებულია (მერცვლები გამაგრებულივითაა) ზეითუნს კი სპეციალურად საბავშვოს ვაძლებ, გემო სუნი მართლა უცნაური აქვს, მაგრამ ჩემი არ აპროტესტებს....შეიძლება პიურეში რომ იხსნება ეგ სიმძაფრე უქრება??? (მზოლოდ 1 ჩ კ ვუმატებ დაახ200 მლ პიურეს)