Nykusaიქით ვარჯიშებზე რომ მკითხე. შენ გჭირდება კუნთების დაყენება რა

ამას ტკბილეული და ბევრი ჭამა ვერ იზამს. ბევრი ცილა და სწორი ცხიმი უნდა. ნენოს ჰკითხე. უფრო ერკვევა მაგეებში. მაგრამ მაგ წონით რაც დრო გავა მით მეტი დატვირთვა დაადგება ხერხემალს და ცოდო ხარ
natia8@9თვისას რა ფეხსაცმელი უნდა.
მყარად რომ გაივლის ბავშვი იქიდან 4-6კვირა უნდა გადათვალო და მერე ჩააცვა. და არა ისე, რომ ძალით ატენიან საქართველოში და ატირებენ ბავშვებს. მინახავს არ უნდოდათ, ჯდებოდნენ და გახდას ცდილობდნენ ხოლმე და მაინც აცმევდნენ მშობლები(შენ არ გგულისხმობ რა თქმა უნდა).
რაც შეეხება მაღაზიას, სთეფი გახსნილა თბილისშიო აქ დაიწერა. თუ ენდობი მაგათ კონსულტანტებს რავი.
პირველი ფეხსაცმელი უნდა იყოს ქუსლზე და წინ თითებზე დახურული, რომ ფეხი არ ყანყალებდეს შიგ, ამასთან ძირი დრეკადი ჰქონდეს და არა ქვასავიათ. შეტყობ ხელში. მაგ ნატურინოს აქვს ეგეთები.
P.s ყიდვამდე ფეხი უნდა გაიზომოს და წინ 1თითის დადება ადგილი მაინც უნდა იყოს თავისუფალი. რადგან თავიდან ფეხის თითებს რეფლექსურად კეცავენ ხოლმე ბავშვები და წინაღობა თუ დახვდათ აღარ შლიან რადგან აწუხებთ.
This post has been edited by J&J on 25 Sep 2016, 15:45