eleele9ხო??

) არ მომხვდა ეტყობა თვალში.
გოგოებო ბავშვები რა ასაკში იწყებენ გადაბრუნებას? მეექვსე თვეშია ეს და ჯერ არ ბრუნავს.
უნდა მივმართო რამე ზომებს თუ ჯერ არ დავპანიკდე.
ისე სხვა აქტივობებს აკეთებს. სათამაშოებით თამაშობს, წამოჯდომას ცდილობს. კოვზით უკვე თავისუფლად ჭამს.
რაღაცა ნამეტანი დაფეთებული ვარ ამ ბავშვზე, სულ მეშინია რამე არ გამომეპაროს.
აი ხომ არიან პირველ ბავშვზე დაფეთებულები. მე მეორეზე დავფეთდი
ალბათ დიდი შუალედია და იმიტომ. პირველი 13 წლისაა და რავიცი, თითქოს უპრობლემოდ გავზარდე.
კიდევ ერთი კითხვა მაქვს რა გოგოებო და თუ იცით ნუ დამზარდებით პასუხს.
უცხოობა იცის ძალიან. არავის არ ეკარება, ნუ ოჯახის წევრების გარდა. ვინმე რომ აიყვანს ხელში, მოპრუწავს ტუჩებს, აუკანკალდება ყბა,

ტირის და ჩემსკენ იწევს. ამ ასაკში იციან ბავშვებმა უცხოობა?
აუტიზმის ფობია მაქვს სერიოზული. თან ასაკში გავაჩინე, ანუ სიბერის შვილია და სადღაც წავიკითხე 36 წლის ზევით 70% ალბათობა, რომ ბავშვი გააჩინოთ აუტისტური სპექტრის აშლილობითო. მოკლედ მე ამ ასაკის ზღვარზე ვარ. თან ისეთი მომრავლებულია. და ერთ-ერთი ასპექტი ხოა აუტიზმის, რომ უცხოების მიმართ აგრესიულები არიან ან საერთოდ არ კონტაქტობენ ხოდა აქედან გამომდინარეობს ჩემი შიშებიც. თქვენები ამ ასაკში უცხოობდნენ/უცხოობენ??