ვიყავი ქეთისთან დამიწერა მიმართვები ვირუსებზე, დ ვიტამინზე და მარკერებზე.
3დ ეხო გავიკეთე და ხეცურიანი გადაირია ეს რა კარგი საშვილოსნო გაქვსო. მე-14 დღეა და 21მმ მაქვს მარჯვენაში დომინანტი და ისე, 9-10 ანტრალური ფოლიკები დამიფიქსირა. ძალიან კარგი განწყობით წამოვედი, მთავარია, ემბრიოლოგს მოეწონოს ეხლა სპერმა. იანვარში დავიწყებ უკვე სტიმულაციებს.
თუ იცით, სადაზღვევოები აფინანსებენ ვირუსებს? სხვა გინეკოლოგთან რომ მივიდე და დავაწერინო ფორმა 100 ვირუსებზე, პაპზე და ნაცხზე არ დააფინანსებენ ნეტა? ამ ფორმა 100-ს ინ ვიტრო აწერია და ტვინს წაიღებენ ზუსტად ვიცი..
დავრეკე სადაზღვევოში და ოჯახის ექიმი წყვეტსო რა ითვლება პირველად კვლევადო
* * *
rosoneraხოდა, ნახავ ლაპაროდან რა მალე დადგება შედეგი