GoGoNNaჩემი ბიჭი გიჟივით ატრიალებდა ბორბლებს და არა მარტო ბორბლებს, ყველა სათამაშო ბოთლი და ა..შ. ტრიალთან ასოცირდებოდა. ზუსტად მაგ ასაკში. სადღაც 2 წლისთვის გადაუარა თავსით
**********
არ მგონია ჩემ ბიჭზე უჭმელი ბავშვი გყავდეთ რომელიმეს. 9 თვის ასაკში 70 გრამს რომ შეჭამდა ფეირვერკები გვქონდა ხოლმე სახლში. იყო დღეები ჩაუგდია. ღამე ძილში ვაპარები ცოტ ცოტა რძეს და ეგ იყო მისი ჭამა სულ.
გავსკდი ნერვიულობით მოვატარე ცნობილ და უცნობ პედიატრებში. თითქმის ყველასთან მყავდა მართლა. ყველა იმას ამბობდა წონაში ქვედა ზღვარზე მართალია მაგრამ ასაკის შესაბამისად ჯდება ჯანმრთელია ასე რომ შეეშვიო ეტყობა რასაც ჭამს ის ყოფნისო. 1 წლის ასაკში იწონიდა ზუსტად 9 კილოს. 2 წლის და 6 თვისაა თითქმის და 13 კილოა
დღემდე "უჭმელია". შეიძლება დღეები გავიდეს და დღეში 1 ცალი კვერცხი ჭამოს ან 1 ნაჭერი პური. მერე ბრახ და ერთ დღეს აბსოლიტურად ყველაფერს ჭამს იქიდან რაც "უყვარს". აქლემია თქო ვამბობ ერთი დღის ნაჭამს იზოგავს და 2 კვირა აღარ ჭამს

ვაშლი აქვს გასინჯული რამდენჯერმე და ბანანი ცოცხლად. დანარჩენი კომპოტს ვუდუღებ და მასე ვაპარებ ცოცხლად დაწურული წვენი არც კონცენტრირებული არ მოეწონა არც გაზავებული წყალთან. -დაბლენდერებული, დახეხილი დაჭრილი ამაზე არ გადის-არანაირი ხილი არ მოეწონა. რა არ ვცადეთ. ნაყინიც კი გავუკეთე ხილის-გიჟდება ნაყინზე მაგრამ ხილის გემო როგრც კი იგრძნო არ შეჭამა. თევზი ცხოვრებაში ერთხელ აქვს გასინჯული 1 კვირის წინ ისიც. ძალიან მოეწონა მაგრამ მეორეჯერ აღარ შეჭამა. კატლეტიც რამდენჯერმე აქვს ნაჭამი.
ძირითადი საკვებია კარტოფილი, ყველიანი მაკარონი,ან პა ფლოტსკი-ანუ ხორციანი მაკარონი. ტყუილი ან ხორციანი სუპი, მაწვნის სუპი, წიწიბურა. შიგადაშიგ სოუზი, კვერცხი.
2 წლამდე შოკოლადი კანფეტი გასინჯული არ ქონდა. 2 წლიდან ბებიების დამსახურებით გასინჯა და გადაირია. უყვარს ტორტი და შოკოლადი-ამაზე უარს არასოდეს ამბობს.
მისი ასეთი უჭმელობის დამსახურებაა ჩემი აზრით ის რომ ხშირად ხვდება ვირუსი-აბა სხვა მხრივ გაკაჟება-სუფთა ჰაერი თხლად ჩაცმა და ა.შ. არ აკლია.
დაძალება არც მინდა მაგრამ რომც დავაძალო არ შეჭამს-გულს აირევს ეგრევე ასე რომ ტყუილად არ ვსტრესავთ.
ხომ და რავიცი აბა მთლად აღარ ვნერვიულობ თქო რომ ვთქვა მოგატყუებთ, შიგადაშიგ ძალიან ავყვები ხოლმე ემოციებს. ისე კი შევეგუეთ მეტნაკლებად ოჯახში
ომეგა 3 და დჰეა დავალევინე 2 თვე და არ ვიცი მაგის გამო თუ უბრალოდ ასეთი პერიოდი აქვს ოდნავ მოუმატა ჭამას-ანუ მთლად დღეებს აღარ აგდებს-ერთხელ მაინც ჭამს რაღაცას და ეგეც გვახარებს
ასე რომ ვიცი რთული საყურებელია შენი შვილი "მშიერი" რომაა და კუჭი უხმება მაგრამ რელაქს, ეტყობა არ უნდა-რაც არ უნდა მტკივნეული იყოს მშობლისთვის