
მცენარეული თუა რას ვიზამთ ნუ :დ
ჰო,სხვა რად მინდა. დეიდაჩემმა გამაგიჟა (არადა ძაან ქულ ძიძად ითვლება).
მოკლედ, ნიკო რო ძაან მაგარი ხასიათის ბავშვია ვიცი,მარა თუ გაბრაზდა მტერს. ხოდა მენჯბარძაყის ეხოზე ძაან გააფრინა, აი ვერ დავაწყნარე და ამის გამო ქონდა 2 დღე სრული ისტერიკა. არავის ეკარებოდა და ყველაფერზე კიოდა. იცინოდა და მეორე წამს კიოდა )
ირაკლიმ არაფერი უნდა ბავშვს გარდა იმისა რომ მის ყველა გაბრაზებას უპასუხო თბილად, აუცილებლად მოეფერე და თუნდაც გადაღლილობისგან ან ნერვიულობისგან უხეშად არ მოეპყროო. ასეც ვქენი და დამიბრუნდა მესამე დღეს ნორმალური შვილ. იმ დღეებში კი დეიდაჩემი გვესტუმრა და მეუბნება მსუბუქი დამამშვიდებელი დასჭირდებაო ნიკოსო. რატო მეთქი და რა რატოო, 5 თვის ბავშვი ეგრე რომ ბრაზდება ე.ი ნერვიულ სისტემაში რაღაც პრობლემააო

მეთქი შენ გაქ გარღვევა ახლა და წადი აჭამე შენ მოსავლელს პეჩენია და მაწონი,მე შემეშვითქო :დ დეიდაა და ვუყვარვარ, არ წყენია <3
ნიკოს ხელის პრობლემის გამო ცოტას ვავარჯისებდი ხოლმე, თითქოს ვწევდი და ისიც ძალას ატანდა ფეხებს ასადგომად, მუცელზე წოლისას მაჯებზე ვაყრდნობდი და იკავებდა კარგად ხერხემალს, დავისვამდი კალთაში და მაგიდაზე სათამაშოს დავდებდი და იწეოდა ასაღებად და ვცდილობდი არ გამეყოლებინა ხელი და კარგადაც მიიწევდა, არ ვარდებოდა და მოკლედ, ასე თამაშ თამაშში ახლა თვითონ აკეთებს რასაც მე ვაკეთებინებდი და მერე 5 თვისა წამოჯდა პირველად თავისით და დარჩა მჯდომიარე პოზიციაში (ოღონდ იმენა დაწოლილი არ იყო, ბალიშზე იყო მიწოლილი, ოდნავ წამოწეული. სათამაშო გადაუვარდა და იმას წამოყვა წინ და ისე დაჯდა). ხელში ვიკავებ და დგამს ნაბიჯებს კარგა ხანია და მივყვები მე ასე და რავიცი. წვება და თავისთვის რაღაცებს ჩალიჩობს ხან დაგორავს, ხან დაფოფხავს. დაიღლება და დაადებს თავს საწოლს და ამოიხვნეშებს L:D მერე ისევ აგრძელებს და ასე. რაც დაჯდომა დაიწყო ბალიშებშიც ვსვამ. კი ამბობენ არ შეიძლებაო მარა მე ვერ ვხედავ პრობლემას. გასაქანი აქვს თუ არ უნდა გადაწვეს გვერდზე და რადგან არ წვება იყოს მე რა. წინ სათამაშოებს ვუდებ და ერთობა თავისთვის. ხელში რომ არის აყვანილი მაგაზე სულ ომი მქონდა და მაქვს გართულება.