ფსიქოლოგიურად როდემდე გავუძლებ ამ ყველაფერს აღარ ვიცი მართლა..
დღეს ავიღეთ სპერმოგრამის პასუხი და 100% უმოძრაო უწერია. ანდრონერჯი დაგვინიშნა სასწრაფოდ იქნებ მოძრაობა წამოვიდეს, თორე ამ მაჩვენებლით ინ ვიტრო არ გამოვაო. 200$ წამალში გადავიხადე და არ ვიცი საერთოდ შედეგი იქნება თუ არა.
ან ასეთი პასუხი რამ გამოიწვია ან რა იწვევს ვერავინ ვერ მეუბნება. ჰორმონები, ვირუსები ყველაფერი ნორმაში აქვს.
აქტიური მოძრაობა 0% ჰქონდა სულ და ადგილზე მოძრავი 30%-ზე ქვევით არასდროს ჰქონია.
ამ მონაცემებით ქეთი მაიმედებდა, რომ თავისუფლად გამოვიდოდა და ეხლა ყველაფერი დაგეგმილი წყალში მეყრება.
12 დღეში ველოდები ციკლს და მეორე დღეს უკვე სტიმულაციები უნდა დაგვეწყო. ეხლა ჩემი ციკლის პირველ დღეს უნდა ჩააბაროს თავიდან და თუ არ ექნება მოძრაობა მომატებული, მაშინ აღარ ვიცი უკვე რა მეშველება.
თუ იცით, 30%-ზე თუ აუვიდა ღმერთის წყალობით ადგილზე მოძრაობის მაჩვენებელი, გაყინვა შეიძლება? თუ მხოლოდ იდეალურ მაჩვენებელს ყინავენ?
კიდევ ერთ რამეს დავაკვირდი. 3-5 დღე ხომ არის თავშეკავების ნორმა და ერთხელ ანალიზი გაიკეთა 10-14 დღე ჰქონდა თავშეკავება და მაშინ ჰქონდა მოძრაობის ძალიან კარგი მაჩვენებელი და ინ ვიტროსთვის დიდი ხნის თავშეკავებით რომ ჩავაბარებინო რამე დაშავდება?
ვეღარ ვხვდები რა კედელს ვებდღვნე, ჩამეჯვა ყველანაირ განწყობაში.
რისთვის ვისჯები ასე ძალიან, ბრძოლის ძალა და ნერვები აღარ მაქვს.
This post has been edited by SRB100 on 29 Dec 2016, 19:52