georgia1988ინოვაში.
ყველა ინდივიდუალურია რაა, დგას ემბრიოლოგი და სუბიექტურად აფასებს.

ამიტომ ერთი და იგივე ანალიზზე სხვადასხვა პასუხი შეიძლება თქვან ყველა ლაბორატორიაში.
ეგ ხომ თვალით იზომება და ისე იწერება მონაცემები და არა აპარატით?
ასე, რომ ცდომილება ყოველთვის არის.
ბუკიაში გაკეთებული გვაქვს ადრე. მანდ 24 საათის განმავლობაში აკვირდებიან როგორც ვიცი.
Anukia198889მეც ეგრე მგონია, არადა დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
იმიტომ რომ ადგილზე მოძრავი როცა არის მე როგორც ვიცი დიდხანს ვერ ცოცხლობს ისედაც და მითუმეტეს თუ აგლუტინაცია ან ანტისხეულებიც აქვს.
ასე რომ როცა ინ ვიტროს იკეთებ, მაშინვე უნდა ინახოს, ჩემი აზრით, მითუმეტეს, როდესაც მამაკაცის ფაქტორის გამო კეთდება.
მანდ გადამწყვეტი რამოდენიმე სპერმის მოძრაობაც არის და შენ რო 4 საათის მერე ნახავ, აბა რანაირადაა სანდო ეგ პასუხი?!