მოვედი გოგოებო, უკაცრავად, ისეთი გადაქანცული შემოვედი სახლში, ცოტა აზრზე მოსასვლელად დრო დამჭირდა.
მოკლედ ესეთი სიტუაციაა:
სპერმა რომ ჩააბარა დავრეკე და ვთხოვე ოპერატორს დაეჩქარებინათ ამის ანალიზი და პირველ რიგში გაეკეთებინათ.
არ ვიცი წამალმა იმოქმედა (ჯერ მხოლოდ 10 დღის აქვს დალეული), თუ იმ ფაქტმა, რომ მალე გაკეთდა ამჯერად - 4% აქვს წინმოძრავი (რაც არასდროს არცერთ ანალიზში არ ჰქონია), 11% ადგილზე მოძრავი და საერთო რაოდენობა 38მლნ 2 დღიანი თავშეკავების ფონზე.
ხუთშაბათს უნდა ჩააბაროს კიდე და გავყინოთ თავის დაზღვევის მიზნით.
მე რაც შემეხება, სტიმულაცია დავიწყე მენოპური+პურეგონით.
ხუთშაბათს დამიბარა მონიტორინგზე. ჰიპერსტიმულაციის ეჭვი აქვს და სქრეჩინგის გაკეთება არ გინდაო.
შეიძლება ვერც გადავიტანოთ ამ თვეში.
ანალიზი არ მომთხოვა არაფერი სტიმულაციის დაწყებამდე და ნორმალურია ეგ? მეგონა ფსჩ-ს მაინც მომთხოვდა.
განწყობა მაქვს ძალიან ურეაგირო

იმდენი ვინერვიულე, რომ სტიმულაცია რომ დავიწყე არც კი მჯერა.
ზედმეტად ჩვეულებრივად ვარ.