გამარჯობა.
მე ახალი ვარ ამ ფორუმზე,
ვარ ქეთი ოსიძის პაციენტი და ვემზადები ინვიტროსთვის. ეს არის უკვე რიგით მესამე პროტოკოლი.
ორშაბათს დავიწყეთ სტიმულაცია, დღეს მე-3 დღეა სტიმულაციის და ამ ეტაპზე ვიკეთებ გონალ ეფ-ს და პურეგონს.პარასკევს ექო მონიტორინგზე მივდივარ და ნახავს როგორ იზრდებიან ჩემი ფოლიკულები.
სამი წლის წინ მქონდა ორი წარუმატებელი პროტოკოლი კლინიკა რეპროარტში, ორჯერ ცოცხალი ემბრიщნები გადამიტანეს და ორჯერაც კრიო. არც ერთი არ მიმაგრდა სამწუხაროდ.
აგვისიტოდან ქეთის პაციენტი ვარ, ლაპარასკოპიაც გავიკეთე და ყველაფერი რიგზეა, რის გამო არ ხდება მიმაგრება ვერ გვეუბნებიან. ქეთისგან გავიგე ერა ტესტის შესეხებ, თუმცა საკმაოდ ძვირი და ხანგრძლივი პროცედურაა, ამიტომ გადავწყვიტეთ ერთი პროტოკოლიც გვეცადა.
საშინლად ვნერვიულობ ესეც თუ არ გამოვიდა ალბათ ერას გაგეთება მომიწევს, ან უკვე სუროგატზე ფიქრი.