Mancho_kominion90Unicokus@kusa@Gucci2015მადლობააააა <3
მოკლედ 10 დღით ადრე მოისურვა ჩემმა შვილმა ჩემი გაცნობა, დილის 6ზე დამეწყო, ჯერ მხოლოდ წყლები მქონდა დაღვრილი, უკვე 10 საათიდან ტკივილები- ასატანი, 11დან -აუტანელი, შემამოწმა ჩემმა ექიმმა და 3სმ ვიყავი მხოლოდ გახსნილი მეთქი გამიკეთეთ უკვე გაუტკივარებათქო და შეიძლება უკვეო, გამიკეთეს - ნუ რა თქმა უნდა თავიდანვე მქონდა გადაწყვეტილი ეპიდურალური - პრიცესი სრულიად უმტკივნეულოა, გაუტკივარებამ დააჩქარა ყელის გახსნა და აი ჭინთვებზე დამერხა, ძილი მერეოდა მაგრამ ვინ მაცადა (ჭინთვებს გრძნობ ჩვეულებრივად) ერთსაათიანი წვალების შემდეგ საღამოს 8 ზე დაიბადა ჩემი ბიჭი. 3200 ისეთი პაწაწუნა <3
ვიმშობიარე პირველ სამშობიაროში ნახალოვკაში, ორადგილიანში - ნორმალური პირობები. ექიმი მყავდა აყვანილი - ძალიან კმაყოფილი ვარ. ბავშვი სულ მე მყავდა თუმცა რამდენჯერაც ატირდებოდა იმდენჯერ შემოდიოდა მედდა და გაყავდა ან მეხმარებოდა.
რეაბილიტაციის პროცესია კაშმარი ოღონდ, მაგრამ უკვე ბავშვი გყავს და მთელი ენერგია და ყურადღება მასზე გადაგაქვს. შენი თავი შენ აღარ გეკუთვნის
ხო კიდე აქ სიმფიზიტზე იყო საუბარი ხოდა 8,5 მქონდა მე და ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ შემქმნია.
ქმარმა გამაოცა და გვერდიდან არ მომშორებია საყვარელი <3
მარტივ მშობიარობას და ბედნიერ დედობას გისურვებთ :*