ბავშვთა სტუდია «Moms & Kids» იწვევს 1დან 5 წლამდე ასაკის პატარებს კომპლექსურ, საგანმანათლებლო მეცადინეობებზე.
ჩვენი მეცადინეობები აქტიური და სახალისო თამაშების სინთეზია.
ხელმძღვანელი ბავშვებთან ერთად ჩართულია ყველა პროცეში, რაც ხელს უწობს მათ წინსვლას და სწრაფ განვითარებას.
ჩვენ ვქმნით უნიკალურ გარემოს, რომელშიც ბავშვები სიხარულით და ხალისით იღებენ ახალ ცოდნას.
მეცადინეობისას აქცენტი კეთდება შემდეგი უნარჩვევების განვითარებაზე:
1. სენსორული აღქმა: ფერი, ფორმა, ზომა;
2. ვიზუალური-კოორდინაცია;
3. მეტყველება;
4. ყველა ფსიქიკური პროცესი: ყურადღება, მეხსიერება, აზროვნება, აღქმა, ფანტაზია;
5. მოტორიკა;
6. სივრცეში ორიენტირება;
7. მუსიკალური უნარები;
8. ესთეტიკური აღქმა;
9. შემოქმედებითობა;
ყველა ბავშვი განსხვავებულია. იგი ეტაპობრივად ვითარდება საკუთარი ტემპით. მაგრამ დამატებითი ხელისშეწყობის საშუალებით ეს გაცილებით სწრაფად და მარტივად ხდება. ასეთი ბავშვები განსხვავდებიან თანატოლებისგან დახვეწილი მეტყველებით, გონივრულობით, კრეატიულობით და ინტელექტის მაღალი დონით.
დაბადებიდან სამ წლამდე ბავშვის ტვინი ყველაზე ინტენსიურად იზრდება და ვითარდება. ამ დროის განმავლობაში, ბავშვი გახსნილია ახალი ცოდნის მისაღებად. არ გამოტოვოთ ეს პერიოდი და მომავალში თქვენი პატარა გაცილებით მარტივად გაივლის ადაპტაციას სკოლასთან, მარტივად აითვისებს სასწავლო მასალას და არ გაუჭირდება თანატოლებთან ურთიერთობა.
ჩვენი გაკვეთილები სასარგებლო იქნება არა მხოლოდ ბავშვებსთვის, არამედ მშობლებისთვისაც. თქვენ მონაწილეობას მიიღებთ თამაშებში უკეთ გაიცნობთ თქვენს შვილებს და მათ შესაძლებლობებს. აირჩევთ თამაშებს და სათამაშოებს თქვენი შვილის ინტერესების და მისი ასაკის გათვალისწინებით. თქვენ გელით გასართობი ღონისძიებები და საინტერესო სემინარები! მობრძანდით, ეს ძალიან საინტერესო იქნება!
მეტი შეგიძლიათ იხილოთ აქ :
Moms and Kids