nanusia90როგორაა პატარა?
მე ძუძუზე მყავს, მაგრამ ათასში ერთხელ რომ ვუმატებ,მაინც ხელოვნურის ბავშვად ითვლებაო, თუ რაღაც მდაგვარი. მე მაინც კმაყოფილი ვარ, 6 თვის უნდა დავტოვო და მერე მიჩვევა გაუჭირდება. თან ფანია ჩემი რძის :/ და მეშინოდა რომ არ მიიღოს სხვა საკვები თქო. აქ ის მომენტიცაა, რომ ძუძუზე იძინებდა სულ და დაძინებასაც ვსწავლობთ ძუძუს გარეშე, ჯერ არაფერი გამოდის, დავიდივართ ოთახიდან ოთახში, თეთრი ხმაურიც ჩართული მაქვს, რუტინაც გვაქვს მარა რად გინდა, მომყვება ბოლომდე, იძინებს და აი ძილში რომ მიდის იმ მომენტში უცებ იწყებს ბრძოლას

ვერ გავიგე რა, პედიატრს რომ ვუყვები, გონია რომ წამლების დანიშვნას ვთხოვ :დ არაფერი არ ჭირს ისწავლის დაძინებასო. ნუ სად წავა კი ისწავლის :დ
მოკლეთ დავიწყეთ ვინის ფაფით 4 თვიდან წიწიბურა რძიანი. შეჩვევით, ერთი კვირა ვეჩვეოდით. 1-2 კოვზით დავიწყეთ და სრულ ულუფამდე ავედით. ძალიან მოეწონა :დ იმხელა პირს აღებს მეცინება :დ მერე დავიწყეთ ბოსტნეულის პიურე, ეს ნაკლებად მოწონს. კართოფილი+სტაფილო+ხახვი+ბროკოლი+მწვანილი, ამ შემადგენლობიდან ვიღებ სტაფილო და კართოფილს მხოლოდ ვაბლენდერებ და მზაში ზეითუნის ზეთს ვუმატებ, აი ეს არ მოწონს

რომელი ზეითუნი ვცადო არ ვიცი

ისე უზეთოდაც არ გიჟდება. პრინციპში, ფაფა ტკბილია და ამ პიურეს რაღაც გაუგებარი გემო აქვს.

იმედია მიეჩვევა, რამოდენმე დღეში დავიწყებთ ვაშლს+ჰეინცის ორცხობილას. ძალიან გამიკვირდა ვაშლთან ერთად ბანანი და კივი რომ დამიწერა, არ ვიცი მივცემ თუ არა. ვაშლს რაც შეეხება გუშინ მეჭირა და ეცა და წოვა დაუწყო :დ :დ ძალინა კმაყოფილი სახით :დ ცოტა ფხვიერია და შემეშინდა არ შეეჭამოს თქო რომ ვეცადე გამომერთვა,აღშფოთდა და მეჩხუბა :დ ახლა მისი თანდასწრებით ჯერ ვაშლს არ გავეკარები :დ