გოგოებო, პატარას უნდა მოვუმარაგო რაღაცეები, თავ-გზა ამებნა იმხელა არჩევანია და დამეხმარეთ რა თუ შეგიძლიათ
1. ჰიგიენის საშუალებელი რომელი ვუყიდო? ზოგმა მითხრა ნუსტელა, ბიოლეინი, ტოპი კრემი და ზოგმა ჰიპი და სანოსანი, განსხვავება მარტო თანხაშიაო. თქვენ რას ფიქრობთ?
2. პამპერსი წინასწარ არ იყიდო შეიძლება ალერგია მისცესო, ჯობია ცალობით მოსინჯო რომელი მოეწონება და მერე შეიძინო მთლიანი შეკვრაო. მართალია თუ მითია ეს პამპერსის ალერგია?
3. საწოვარებია მილიონნაირი, სხვადასხვა ბრენდის, სოლიკონი, ლატექსი, მრგვალ თავიანი, წაკვეთილ თავიანი... რომელი ვიყიდო?