დღეს აღმინიშნეს რომ რა დიდზე გაგზრდია მუცელიო

იმედია ნორმალურად "ვიზრდებით" (მე ცალკე და ბავშვი ცალკე), 4 კგ-ს გაჩენის მეც მეშინია. არ ვიცი რამდენად შევძლებ ჭინთვას და ბავშვის დახმარებას გამოვიდეს დღის შუქზე.
აღმართებზე უკვე ძველებურად ვეღარ ავდივარ, ვქოშინებ ორ ფეხის ნაბიჯზე, წვივები მტკივა. თუმცა ქამარზე მაინც ვყოყმანობ: მიღირს თუ არ მიღირს.
ბაიას ერთი ბოდის ნაკრები ჩამომივიდა და გამოსატანი მაქვს უსადან.
დანარჩენები გზაშია. ^^
ერთი სული მაქვს ხელს როდის მოვკიდებ, გავრეცხავ, დავკეცავ, გადავდებ <3