cash-cash პირველად ვწერ ამ თემაში , მაგრამ ძალიან ხშირად ვკითხულობ

მართლა ყოველ ნახევარ საათში შემოვდიოდი შენი ტრანსფერის შემდეგ

საკუთარივით ველოდი შედეგს, ერთი დღით ადრე დაწერე როგორც მახსოვს, არ ველოდი იმ დღეს, ვიჯექი სამსახურში და ცრემლები ღაპაღუპით მდიოდა, ემოციებისგან მოლოცვაც ვერ მოვახერხე, რაღაც განსაკუთრებული მინდოდა დამეწერა და სიტყვები ვერ ვიპოვნე

ყველა სიტყვა უფერულდება ასეთი ბედნიერების დროს

მაგრამ ჩემი ატირება კიდევ მოახერხე ამ წუთას და ვერაფრით ვერ მოვითმინე არ მომეწერა

აი როგორი გახარებული და ბედნიერიც ახლა ხარ, ასჯერ უფრო ბედნიერი გამყოფოს ღმერთმა მუდამ, დარწმუნებული ვარ ღმერთი ბევრ შვილს გაჩუქებს კიდევ და გისურვებ რომ ერთმანეთის ბედნიერებით გეხაროთ მთელი ცხოვრება, ძალიააან პოზიტიური გგოოგო ხარ, და არამარტო შენ, ყველანი ამ თემაში, აი ვგიჟდები ხოლმე, რამდენს წვალობთ, რამდენს უძლებთ , რა არ გაქვთ გამოცდილი და მაინც ასეთი პოზიტივის შენარჩუნებას როგორ ახერხებთ? გაოცებული და აღფრთოვანებული ვარ თქვენით და მართლა მთელი გულით გისურვებთ სანუკვარი მიზნის მიღწევას და არამარტო გისურვებთ, დარწმუნებული ვარ რომ ყველანი იქნებით ბედნიერი დედები, სხვანაირად არ შეიძლება უბრალოდ
მე პირადად გათხოვებიდან ერთი თვის შემდეგ დავფეხმძიმდი და არ მაქვს გამოცდილი ასეთი მოლოდინი, მაგრამ ისეთი ბედნიერი ვიყავი , რომ თქვენი ემოციები ალბათ სასწაულია

არ დაკარგოთ იმედი, არ დაყაროთ ფარ-ხმალი და ყველაფერი გამოგივათ დარწმუნებული ვარ ! ყველას ყველას გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს

მუდამ ასეთი საყვარლები, პოზიტიურები და ღიმილიანები ყოფილიყავით