nefertiti987წინასწარ ვერავინ გეტყვის რამდენს დაგიფინანსებენ.
ჩემმა ექიმმა ამიხსნა ასე:
ჯანმრთელობის სამინისტრო საზღვრავ ყველა ოპერაციის საშუალო ფასს.
მაგალითად, მათი გამოანგარიშებით ნაღვლის ბუშტის ლაპარაოსკოპიული ოპერაცია რეალურად ჯდება 1000 ლარი (ინვენტარის სტერილიზაციის ფასი + ექიმის-ექთნის ანაზღაურება + გამოსაყენებელი მატერიალების ღირებულება[ბამბა, იოდი, ანესთეზია და ა.შ.]).
მერე მათთან მიდის ვიღაც ნინოს მიერ გაგზავნილი თხოვნა: ამა და ამ საავადმტოფოში უნდა გავიკეთო ნაღვლის ბუშტის ოპერაცია ლაპაროსკიულად და ღირს 1500 ლარი და გთხოვთ დამიფინანსოთ.
ჯანდაცვის სამინისტრო , ამ ნინოს, დაუფინანსებს ამ ოპერაციის რეალური ღირებულების(1000 ლარის) 70%ს, რაც არის 700 ლარი.
ანუ, ნინოს დაფინანსების პასუხად მოუვა: გიფინანსებთ 700 ლარს.
ანუ, ნინოს უნდა გადაეხადა 1500 ლარი და სახელმწიფომ გადაურიცხა 700 ლარი და გადაიხდის 800 ლარს 1500 ლარის მაგივრად.
ანუ, გამოდის რომ ნინოს არ დაუფინანსეს ოპერაცია 70%ით როგორც ამას სახელმწიფო დაზღვევა გვეუბნება რომ დაგვიფინანსებენ 70%ს (1500-ის 70% არ არის 700)

ხვდები?
ჩემი ოპერაცია ერთ-ერთ კერძო კლინიკაში იყო 1700 ლარი და სახელმწიფომ გადამირიცხა მხოლოდ 700. (ზუსტად არ მახსოვს, დაახლოვებით ასე იყო).