გოგოებო როგორ ხართ?
მოკლედ, ჩემი მშობიარობის მოგონებები მინდა გაგიზიაროთ. იქნებ ვინმეს გამოგადგეთ.
რაც მინდა რომ აუცილებლად გირჩიოთ:
აუცილებლად გადაიღეთ ექო მშობიარობის წინ ბავშვის წონის გასაგებად (საკეისროს დროს ადვილია, დრო იცი წინასწარ. უცბად თუ აგტკივდათ, დროის მონაკვეთის მიხედვით - თუ იქნება ხელმისაწვდომი ექოსკოპისტი).
16 დეკემბერს დილიდან დამეწყო მუცლის ტკივილი, დაახლ. საფაღარათე ტკივილს გავდა. რომ არ მომეშვა, დავურეკე ექიმს და დამიბარა. გამსინჯა (საკმაოდ უსიამოვნო რამეა :/ ), პლაცენტა ააშრევა, ცოტა ხანში წყლებიც დავღვარე და გამაქანეს ზემოთ, ბლოკში. ექიმთან შეთანხმებული ვიყავი ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე (ჩემი ასაკის მიუხედავად, 37 წლის ვარ) და თუ რამე გართულდა, საკეისრო გავაკეთოთქო. მოკლედ, 2.5 თითამდე ნორმალური ამტანობის ტკივილია. ვცადე ბურთზე დაჯდომა, მარა დიდი არაფერი შვებაა. ძირითადად ოთახში გავდიოდ-გამოვდიოდი. მერე გამიკეთეს სატესტო ეპიდურული გაუტკივარება - ნემსის გარჭობა არაფერია, ცოტა წამლის შეყვანაზე შევკრთი, არადა გაუნძრევლად უნდა იჯდე, რომ იმ ზონას არ აცდეს ექიმი, რომელშიც კეთდება. მოკლედ, გამიკეთეს ესეც და სატესტო დოზამ ოდნავ გააყუჩა. ამასობაში ნელ-ნელა იხსნებოდა ყელი. სადღაც 5 საათში ბოლომდე გაიხსნა, ძირითადი დოზაც დამიმატეს და ამ დროის მანძილზე საერთოდ ვერ ვგრძობდი ვერაფერს, ვმესიჯობდი ახლობლებთან, ექიმს ვეჭორავებოდი.. ეს ბედნიერება დაახლ. 1.5 გაგრძელდა. როცა ბოლომდე გაიხსნა ყელი, მერე აღარ დამიმატეს ( აი აქ დაიწყო კოშმარივით( საკმაოდ ძლიერი ტკივილი, უკან ტანზე მოწოლის საშინელი გრძნობა. ჭინთვებიც დიდად არ გამომივიდა, სუნთქვითაც არასწორად სუნთქავო. მთელია ამ დროის მანძილზე ხელით მსინჯავდა ექიმი, მარა გაუტკივარების ფონზე უკვე ვეღარ ვგრძნობდი ტკივილს. ბოლო გასინჯვაზე ექიმმა მითხრა, რომ ბავშვმა თავი არასწორად ჩადგაო მენჯში, სასწრაფოდ დაუძახა ბრიგადის უფროსს ექიმსს, რომელმაც ასევე გამსინჯა და საკეისროზე მისცა თანხმობა. თან მეც ვეხვეწებოდი უკვე, საკეისრო გამიკეთეთექთო, ისე მტკიოდა. გადამიყვანეს საოპერაციოში, წამალი დამიმატეს, დაწოლის და ქაჩვის გარდა ვერაფერი ვიგრძენი. მახსოვს, ხელები მიკანკალებად ისტერიულად) ყველანაირი დამამშვიდებელი მომცეს მგონი, დიმედროლის ჩათვლით.
აღმოჩნდა, რომ მოსალოდნელი 3.6-38 კგ-ს ნაცვლად 4.1 კგ იწონიდა ჩემი გოგო. მენჯი ვიწრო არ მაქვს, მაგრამ მაინც ვერ "ჩამოეტია". იმიტომ დავწერე ზემოთ, ექო გადაიღეთთქო წინა დღეს მაინც.
პირველ 2 დღეზე არ დავწერ, ვისაც საკეისრო გაუკეთებია, მიხვდება - პირველი წამოდგომა, პირველი გავლა საკმაოდ მტკივნეულია, მაგრამ ეცადეთ ადგეთ და გაიაროთ.
უკვე 1 კვირა გავიდა და მაინც მიჭირს ზოგჯერ თავისუფლად მოძრაობა. ძირითადად ზურგზე ვწევარ, ვერ ვბრუნდები გვერდზე.
ხო კიდევ, მგონი ბუასილს გადავრჩი) ასე თუ ისე, მოგვარდა ეს საკითხი ჩემთან.
ჩემთან ერთად იმშობიარეს გოგოებმა ფიზილოგიურადაც, ზოგს ჩემნაირად აწუხებდა ნაკერი. ასე რომ, ვერ გაიგებ რომელი მეთოდი სჯობს. ძალიან ინდივიდუალურია.
ყველას გისურვებთ უპრობელო მშობიარობას და ბედნიერ დედობას! დღემდე მახსოვს ის წამი, როცა ბავშვი მომიყვანეს საოპერაციო მაგიდაზე და ლოყუნაზე ვაკოცე, ეს არასდროს დამავიწყდება.