happy-go-lucky სულ გული მეწურება ხოლმე შენს ბავშვზე რომ ყვები,არადა, დარწმუნებული ვარ არაფერი არ სჭირს შესაცოდი, ხასიათი აქვს ეგეთი ალბათ. წარმოვიდგენ ხოლმე პატარა, ძალიან საყვარელ ბიჭს, სევდიანი თვალებით

თუმცა შენიც მესმის, ჩემი ბავშვიც არ იცინის სულ და ხანდახან სევდიანი თვალები რომ მომეჩვენება, გული მეწურება, თუმცა ეგრევე ვიწყებ ყირაზე გადასვლას, სანამ სიცილისგან არ გადაბჟირდება არ ვეშვები და მერე ვმშვიდდები , შენც დარწმუნებული ვარ ეთამაშები და ჩვენი სწავლა არ გჭირდება, მაგრამ აი უფრო სასაცილო თამაშები მოიგონე, გაიჯამბაზე თავი რომ იტყვიან, ირბინეთ ერთად, იცეკვეთ, ან შენ უცეკვე სასაცილოდ.მხიარული გრიმასები მოიგონე, საღამოს შენ როცა იქნები ეცადე ტელევიზორის გარეშე გაართო, შენ თვითონ უმღერე, იყეფე, იყმუვლე, იკნავლე, იკრიახეე

რავიცი რაც თავში მოგივა და აი ნახავ თუ არ გამხიარულდეს .
ძიძას რომ უკავშირებ მის მოწყენას, მაგით უფრო იგრუზები, შენს თავს ადანაშაულებ ალბათ რაღაცეებში, მერე შენთვითონ ხდები სევდიანი და ბავშვიც შენი სარკეა

ფაქტია, რომ ბავშვს უხარია შენს დიშვილებთან, ბებიასთან ყოფნა და მხიარულად არის იქ, იმიტომ რომ ართობენ, მის ენაზე ესაუბრებიან და თვითონაც მხიარულად არიან

ძიძა სანამ გეყოლებოდა, მანამდე როგორი იყო? ძიძის გამოჩენის შემდეგ შეეცვალა ხასიათი? დილას ძიძა რომ მოდის რა რეაქცია აქვს? ჩემს ბავშვს ჩემი დედამთილი უვლის, შეიძლება რაღაც წვრილმანები მეც არ მომეწონოს ხოლმე, მაგრამ დილას რომ მოდის, ბავშვს ისე უხარია და ისე ხვდება, სულ მავიწყდება ის წვრილმანები

ეზოზე პრინციპში გითხრეს გოგოებმაც, რომ გაიყვანოს ხშირად, ბავშვებს ნახავს, ცხოველებს ნახავს და გამხიარულდება

მოკლედ, ბევრი ვწერე , მაგრამ მგონია, რომ ტყუილად ნერვიულობ, ზოგი ბავშვი სულ იცინის, ზოგი იშვიათად, დიდებიც ხომ ეგრე ვართ, მე მაგალითად სულ გაღიმებული სახე მაქვს, ჩემს ქმარს კიდევ ვეხვეწებით, რომ ხანდახან მაინც გაგვიღიმოს

მთავარია, რომ შენ არ იყო სევდიანი, დამიჯერე სამსახურის მერე ბავშვთან ნაყოფიერად გატარებული 2 საათიც კი გადაწონის მთელ დღეს

აბა შენ იციიი