მოკლედ, ვისაც აინტერესებდა თვალზე.
ოი მამოჩკი

ჯერ მეცინება და მერე იმედია არ ამეტირება.
ნუ, კლინიკა ახალი მზერა აღმოჩნდა ჩვეულებრივი კლინიკა. გაყოფილია: კონსულტაციის განყოფილება ცალკეა, ქირურგებისა და უფრო რთული შემთხვევისა - ცალკე.
მიგნებით მივაგენი თუ ამას მიგნება ერქვა. აბულაძის ქუჩის დამნომრავის ....
ცოცხალი რიგიც არის, ჩაწერილი შემიშვეს უპრობლემოდ. თუმცა დედაჩემი კი დაიძაბა ცოცხალი რიგის დანახვაზე და მერე რომ დამინახეს ორსული ვარ, ხმა არავის ამოუღია. არადა ხალხი ბლომად იყო.
ხო, ფასის მხრივ: ანკეტის გახსნა + კონსულტაცია = 55 ლარს.
ექიმი ახალგაზრდა ქალი იყო, ნორმალური, თბილად მელაპარაკა, გულდასმით გამსინჯა, ანკეტაში რამდენი კვირის ვიყავი ისიც ჩამიწერა.
ახლა რაშია საქმე. მინუსი წამსვლია შორს. ბადურა თხელი გაქვსო, მაგრამ ქირურგმაც უნდა გნახოსო, გულდასმით სკანირებას თუ რა პროცედურაა, არ ვიცი, ეგ აკეთებს მარტოო და მაგის კომპეტენცია არისო. ანუ ბროლის ბადეს თუ რაღაცას დამადებენ და ისე დაინახავენ როგორ არის მდგომარეობა.
თუ ძალიან თხელია, მაშინ ორი ვარიანტი შეიძლებაო: ან ლაზერით გამაგრება ხდება და მაშინ ფიზიოლოგიურად ვიმშობიარებ, ან საკეისროს ჩვენება

იმედი მაქვს ისეთი სუსტი არაა, რომ ჭინთვებს ვერ გავუძლო.
მაგრამ თუ რამეა და... ლაზერით როგორ გავამაგრო ბადურა ხალხნო, ლაზერული ეპილაციაა აკრძალული ორსულობისას და თვალზე ლაზერი შეიძლება ვითომ?
აი არ ვიცი რა.. არ მინდა საკეისრო

მარა დაბრმავებაც არ მინდა

ხუთშაბათს ჩავეწერები ქირურგთან და იმედია ძალიან თხელი არაა და შევძლებ ფიზიოლოგიურს. წინასწარ არ მინდა ვინერვიულო. ხავსივით იმედს ვეჭიდები
პ.ს.
ოფთალმიჯის ფბ გვერდზე ეწერა, რომ მაგათ ექიმებთან კონსულტაცია 35 ლარი ღირს. ანკეტის გახსნა არ ვიცი რა ჯდება.
ტატიშვილის კლინიკას უნდა ჰყავდეს კიდე ოფთალმოლოგი. იქ რა ღირს, არ ვიცი სამწუხაროდ.
იმედია ეს ინფო ვინმეს დაეხმარება : )))