გაზრდა ცოტა ისეთი თემაა კიდევ, მე არ ვფიქრობ, რომ ძიძა ზრდის ბავშვს - უფრო უვლის

და მეც 24 წლისა მერჩივნებოდა 44 წლისას (პიროვნული თვისებებით განსხვავების გარეშე, ანუ ორივე თუ კარგი ტიპი იქნებოდა)..
კაკრაზ, რომ შვილის ყოლის მერე ვფიქრობ ამას, რომ ვუყურებ, რა არის საჭირო - ეს არის, ბევრი ენერგია/ხალისი/ენთუზიაზმი, ნორმალური სითბო და ცოტა მაინც პასუხისმგებლობა(ახალგაზრდულობის პონტში ვამბობ)

პ.ს. ისე მაინტერესებს ჰეფის ახალი ძიძა როგორ გამოადგება! ძალიან მიხაროდა ბავშვზე რომ წერდა, რომ გაბედნიერდა..
ჩემი აზრით, წინასწარ უნდა მოიფიქრო და კარგად ჩამოწერო პუნქტებად, რას ელი, როგორ, რა შემთხვევაში ემშვიდობები და ა.შ. შენთვისაც კარგი იქნება და ძიძასაც მივცემდი მე კოპიას.. თუნდაც ის, რომ ერთ პუნქტად დავსვამდი - მიზეზის და საფუძვლის გარეშე, თუ მეჩვენება, რომ ბავშვი ბედნიერი და გახარებული არ არის, ძიძა ვეღარ დარჩება-თქო (ზრდილობის ამბავში ვეტყოდი, ძალიან მგრძნობიარე ბავშვია და ყველას ვერ ეგუება თქო

).. რამდენს ვჭიკჭიკებ, ნეტა რას ვიზამდი რეალში - დიდი ბეყე ვინმე ვარ
Sarcasm - Is a way of offending idiots so they couldn't even understand it (c) House
ნენოტექნოლოგია: იდეალი, მაგალითად, ხომ ცხვება ნიგვზით, თაფლით, სგუშონით და ა.შ. ნენო აკეთებს რკოთი, სახარინით და კარტოფილით... (c) ინფინიტი <3