KOMBATკომში არც გამხსენებია. რა კარგი გოგო ხარ რომ გამახსენე <3 ხვალვე მოვახარშინებ ჩემებს.
მოკლედ,სასაცილოა ჩემი გაციების ისტორია, სატირალი რომ არ იყოს

)))))))))))))))))))))))))))
შაბათს საღამოს სიცხე მქონდა დაბალი და არანაირი სიმპტომი, კვირას ყელი მტკიოდა ზედა ნაწილში, სიცხე შენარჩუნდა.
ორშაბათს ისევ ყელის ტკივილი ოღონდ ქვევით ჩავიდა, ქვედა ნაწილში მტკიოდა, სიცხე აღარ მქონდა,
სამშაბათს ყელი აღარ მტკიოდა და მახველებდა სასწაულად, ხმის ამოღებაზეც კი, სიცხე ისევ აღარ მაქვს,
წუხელ იმდენი ვახველე სანამ ცუდად არ გავხდი, დამჯდარს მეძინა მთელი ღამე, თუ მაგას ძილი ჰქვია.
დღეს ჰოი საოცრებავ: თითქმის აღარ მახველებს, მაგრამ აბა თუ გამოიცნობთ ახალი სიმპტომი რა არის?! დიახ დიახ, სწორად მიხვდით, სურდო და ცემინება!!
მოკლედ, სიმპტომები გამოვლიე და იმედი მაქვს, რომ ხვალიდან უკეთ ვიქნები
დღეს ოჯახის ექიმთან ვიყავი, ფილტვები და ბრონქები სუფთააო, მარტო ყელის დამინიშნა ტრახისანი, მეტი არაფერი გინდა ბევრი სითხე სვიო.