fixyou120-24 კვირის მერე მოდის 30-32 კვირის ექო, სადაც ზოგადად ნაყოფის მდგომარეობის, მისი წონის, გულისცემის, პლანცეტის გარდა, გლეხურად რომ გითხრა, განსაზღვრავენ სისხლძარღვების "მდგომარეობას". ანუ რამდენად კარგად მიეწოდება ნაყოფს საკვები და ჟანგბადი სისხლით, ჭიპლარსაც ამოწმებენ, როგორ მარაგდება ტვინი სისხლით და ა.შ.
ეგ დიდი სიხშირით შემიმოწმა ჭიღლაძემ. ყველაზე მეტი დრო მაგას დაუთმო.
ხოდა დაბალ ჰემაგლობინს ოდნავ "რაღაც" ტენდეცია წარმოუქმნია. თითქმის მოვრჩი ანემიის წამლებს, ხორცსაც ვჭამ. ახლა არ ვიცი რომელ კვირაზე მივიდე :დდ მემგონი 36-ზე მივალ

სტომატოლოგს რაც შეეხება. უნდა მიხვიდეთ პროფილაქტიკის მიზნით მაინც

მე სუსტი კბილები მქონია. ახლა გვირგვინი ჩამომძვრა და ფესვებია ცუდ დღეში, ვერ ამომიღებენ. ხოდა ორი თვე მაინც უნდა "დავაკონსერვო".
ერთი პლუსი ისაა, რომ კბილებიდან ნადები მოვიცილე, რითაც პირის ღრუს მდგომარეობა შევამსუბუქე.
Future_momკიდევ კაი დროულად მიხვედი და დროულად შეამოწმეს.
მთავარია ბავშვია კარგად და ახლა მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.
შენც ისეთ ანტიბიოტიკს დაგინიშნავენ, ჯანმრთელობის მხრივ გაგამაგრებენ