გოგოებო დიდი მადლობა გამხნევებისთვის, ძალიან კარგები ხართ და დიდ ენერგიას აძლევთ ერთმანეთს :* უფალი არავის გაგვწირავს, ზუსტად ვიცი :*
ჩემი ემბრიონები ჟორდანიაში გაკეთებული ინ-ვიტროდან მყავდა, იქ გადამიტანეს 3ფრეში და არ მიემაგრა, 4გაყინეს, აღმოჩნდა რომ ცუდი ხარისხის ყოფილა და 2 წელი რის შენახვაში ვიხდიდი ფულს არ ვიცი

თან საკმაოდ ძვირია მანდ შენახვა. ეხლა გადავიტანე ქეთისთან, მოვემზადე ტრანსფერისთვის, მივედი სასვსე შარდის ბუშტით და ქეთიმ თქვა ყველა დაიშალაო

2დღიანები იყვნენ გაყინულები, 2წელი......
ჟორდანიას ინ-ვიტრო დაიშალა, იურიდიულად პასუხს ვერავის ვეღარ მოვთხოვ, ყველაზე კაი ვარიანტში დავურეკო ემბრიოლოგს და გავლანძღო ეგ შემრჩა, მაგრამ ეგ რას მომცემს
* * *
თავს ვიმშვიდებ და ყურადღება სხვა რაღაცეებზე გადამაქვს ეს 3დღეა

იმედი არ დამიკარგავს, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მინდოდა მეთქვა თქვენთვის: უკვე მეოთხე წელი დაიწყო ვმკურნალობ, 2წლის უკან ექიმმა მითხრა შენ ბუნებრივ ორსულობაზე აღარ იფიქროო, გამიშვა ჟორდანიაში ინ-ვიტროს გასაკეთებლად. უკვე ვთქვი რომ იქ 3ფრეში გადამიტანეს, არ მიემაგრა და მოკლედ ძაან ვუყავი უკვე გაღიზიანებული, ქმარს ვუთხარი სხვა ცოლი მოიყვანე მე წავალთქო, შენ მაინვ გყავდეს შვილითქო, ანუ რა დღეში ვიყავი ხო ხვდებით რომ ამაზეც თანახმა ვიყავი უკვე. მოკლედ ისევ ჩემი ოჯახის და მეუღლის თანადგომით მოვედი აზრზე, დავიწყე ვარჯიში, თავის მოვლა, იქამდრ ვიყავი შვილის გამო გადადებული გოგო, რომელიც იყო დანერვოზებული და დასიებული ამდენი წამლებით, ამ მდგომარეობას მხოლოდ თქვენ გაიგებთ, გავიდა ზუსტად 6თვე და გადამიცდა ციკლი, ტესტს არ ვიკეთებდი, აზრადაც არ გამივლია ორსულობა, მეგონა ისევ პრობლემები დამეწყო, მაგრამ სრულიად მოულოდნელად აღმოვჩდნი ორსულად

თუმცა ეს ორსულობა მილში შეწყდა, ეხოზე მისული რომ მენახა ჩემი წერტილი როგორ იყო, აღმოვჩნდი საოპერაციო მაგიდაზე, ნახ საათში მოხდა ეს ყველაფერი, სიხარული ჩაანაცვლა ამ საშინელმა განცდამ

მახსოვს ექიმს ვუთხარი ნარკოზიდან აღარ გამაღვიძოთ დავიღალეთქო, მაგრამ ქალის მოთმინებას, რომელსაც შვილი უნდა საზღვარი არ ქონია.... ეგ იყო და იმის მერე ისევ ასე ვწვალობ და იმედს მაინც არ ვკარგავ