გუშინ ვუყურებდი, რუსული გადაცემაა ინვიტროზე,
სხვადასხვა ქეისებზე ყვებიან.
მოკლედ, პეტერბურგელ ცოლ-ქმარზე იყო, ორი ემბრიონი გადაუსვეს,
მათგან ერთი დაიღუპა,
მეორედან კი სამი ტყუპი განვითარდა, გოგოშკები
თავიდან გაგიჟდნენ, ორი ემბრიონი გვქონდა და სამს როგორ ველოდებითო...
ექიმებიც გაოცებულები იყვნენ...

თან ძალიან ეშინოდათ, რთული ქეისიაო...
ბოლობოლო ყველაფერი კარგად დამთავრდა, 34 კვირის საკეისროთი დაიბადნენ...
ყველანი კარგად არიანო...
რუსეთში 2009 წლიდან პირველ ინვიტროს სახელმწიფო აფინანსებს,
2012 წლიდან კი სადაზღვევო პაკეტს დაემატაო...